weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საქართველოს პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ პრეზიდენტმა განცხადება მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა, სადაც არჩილ ტატუნაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს.

დღეს, მსოფლიო მეთერთმეტედ, საქართველო კი მეათედ „დედამიწის საათს“ აღნიშნავს. ეს მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის ფარგლებში, მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს ამბობს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო…

კომპანია Doctor Web-ის სპეციალისტებმა ახალი ვირუსის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. ექსპერტების თქმით, YouTube-ზე გავრცელებულ ვირუსს ფაილების მოპარვა და მომხმარებლების ჩანაწერებში შეღწევა შეუძლია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გონიოსა და ბათუმში, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე, 6 პირი, მათ შორის, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე ამხილეს.

საფრანგეთში, ქალაქ ტრებში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, გარდაიცვალა პოლიციის ოფიცერი, რომელიც სუპერმარკეტზე თავდასხმის დროს, ტერორისტს მძევლად აყვანილი ქალის ნაცვლად ჩაბარდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ…

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ზვიად დევდარიანის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ადევნებას გულისხმობს. გამოძიებას თბილისის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ ევროლიგაში მორიგი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, რაშიც ქართველმა კალათბურთელმა დიდი წვლილი შეიტანა. ბასკური კლუბი ამჯერად კატალონიურ „ბარსელონას“ ესტუმრა და მეტოქე გუნდს მე-2 ტაიმში სძლია - შენგელიამ და მისმა…

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 ფისკალური წლის აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი შენარჩუნდა. ბიუჯეტის კანონს დონალდ ტრამპმა ხელი 23 მარტს მოაწერა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლულია. შს მინისტრი სოფელ წილკანში იმყოფებოდა, სადაც ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვის ცერემონიის გამო, თბილისის შემოსასვლელი საავტომობილო გზა, ასევე, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოსკენ ამსვლელი გზა გადაიტვირთება, რაც მოძრაობის შეფერხებას გამოიწვევს. ამასთან დაკავშირებით შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]