weather cur horoscope tv
მაისი 05, 2024

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი გაწყვიტა. ინფორმაცია თავად შვედმა ფეხბურთის ვარსკვლავმა დაადასტურა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით „წითელ ეშმაკებს“ დაემშვიდობა.

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელ Facebook-ში ვრცელდება პოსტები, რომლითაც მომხმარებლებს სთავაზობენ BFF-ს საშუალებით შეამოწმონ, რამდენად დაცულია მათი ანგარიში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას განცხადებით, ჭითაწყარის სასაფლაოს ნაწილს პანთეონის სტატუსი მიენიჭება. „საკრებულო ჩამოყალიბდება კრიტერიუმებზე, ვის შეიძლება ერგოს პატივად პანთეონში დაკრძალვა“, - ციტირებს „ლაივპრესი“ საკრებულოს თავმჯდომარის კომენტარს.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბანში დაკარგული 14 წლის ბიჭი მაშველებმა დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდს მდინარეში სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

არჩილ ტატუნაშვილს 24 მარტს, შაბათს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. როგორც არჩილ ტატუნაშვილის ბიძამ ზურაბ ტატუნაშვილმა განაცხადა, გარდაცვლილის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვა ოჯახისა და ახლობლების თხოვნა იყო, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ დააკმაყოფილა. ამ…

ზვიად დევდარიანმა, რომელსაც ქალები სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) დირექტორის თანამდებობა დატოვა. ორგანიზაციის გამგეობამ მისი განცხადება დღეს დააკმაყოფილა.

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, დაპირისპირება ფრაქცია „ევროპულ საქართველოს“ რეგისტრაციის საკითხს მოჰყვა.

საქართველოსა და ბელარუსს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.

კიევში, უმაღლესი რადას დეპუტატი და ყოფილი სამხედრო მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო სახელმწიფო გადატრიალებისა და ტერაქტების მომზადების ბრალდებით დააკავეს. დღეს უკრაინის პარლამენტმა სავჩენკოს იმუნიტეტი მოუხსნა და მის დაკავებას მხარი დაუჭირა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]