საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი 15 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის გაყიდვას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, სოფლის სარგებლობაში არსებული ტერიტორიის ორ ინვესტორზე გასხვისება მათთან შეთანხმების გარეშე მოხდა, რის…
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საავტომობილო გვირაბში ავტომატიზირებული სისტემის (SCADA) განახლება მიმდინარეობს. ამის გამო, 26 თებერვალს, ღამის 00:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე, გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
რუს ალექსანდრ კრუშელნიცკის, რომელმაც პიონჩანის ზამთრის ოლიმპიადაზე კერლინგის შერეულ წყვილთა შეჯიბრებაში ანასტასია ბრიზგალოვასთან ერთად მესამე ადგილი დაიკავა, მოგვიანებით კი დოპინგ-ტესტზე ჩავარდა, ბრინჯაოს მედალი ჩამოერთვა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე მირიან მჭედლიშვილმა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2017 წლის 8 დეკემბერს დაინიშნა, თვის ბოლომდე, - ესე იგი 22 დღეში, - 10 160 ლარის ოდენობით ხელფასი და დანამატები…
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებისას ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოავლინა. სააგენტოს ცნობით, დარღვევები დაფიქსირდა შპს „ახალი ხორცის“ საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეხმაურა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლების განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქე, 34 წლის არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის იზოლატორში გადაყვანის დროს კიბეებზე დაგორდა, მოგვიანებით კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ქართველი ქალი სპორტსმენი ლიანა ჯოჯუა მეტსახელად „მგელი“, Fight Night Global-ის მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მფლობელია. რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გამართულ 5-რაუნდიან სატიტულო ორთაბრძოლაში ჯოჯუამ რუსი მარინა მოხნატკინა იგივე…
26 წლის ამერიკელი ბაპტისტი მოძღვარი მაიკლ მარში ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ ტეილორსვილში ნადირობისას თავისივე 31 წლის მეგობარმა რონალდ მეთიუ დანმა შემთხვევით მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს.
ლუქსემბურგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ლუქსემბურგის საჰერცოგოს ეს გადაწყვეტიება ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში არსებულ ვითარებას ეფუძნება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11