საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პარლამენტის შუალედური არჩევნები N54-ე ვანისა და ხონის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 28 აპრილს გაიმართება. ეს გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ემიჯნებიან და სიცრუეს უწოდებენ მათი კოლეგის, ირაკლი შავაძის განცხადებებს. ირაკლი შავაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილს უფლებამოსილების გადამეტებასა და ზეწოლაში ადანაშაულებს. ათ მოსამართლეს მიაჩნია, რომ…
ერაყის სასამართლომ 15 თურქ ქალს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა მას შემდეგ, რაც ისინი დამნაშავეებად სცნო ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანებაში. კიდევ ერთ ქალს კი იგივე ბრალდებისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თიანეთის მერის თამაზ მეჭიაურის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ უფლებამოსილებას, რომლითაც შესაძლებელია მერისთვის უნდობლობის გამოცხადება და თანამდებობიდან გადაყენება.
ბათუმში, განთიადის დასახლებაში, 28 წლის ქალს მატარებელი დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტში 2017 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს. როგორც სხდომის დაწყებამდე დავითაშვილმა განაცხადა, ფაროსანა ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მაგრამ არა…
საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებმა კიევის საერთაშორისო ტურნირზე12 მედალი მოიპოვა. აქედან 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 152 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩა…
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 19 წლის ჯარისკაცის, ბექა რუსიას გაუფრთხილებლობით მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯალაღონია დამნაშავედ ცნო და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ისტორიული გამოდგა კორეის ნახევარკუნძულისთვის, რადგან ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის საზეიმო ცერემონიაზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა გაერთიანებული გუნდით გამოვიდა, ქალთა ჰოკეიში კი ერთი ნაკრებით…
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში უბედური შემთხვევის შედეგად 9 წლის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც „რეგინფოს“ სოფლის მცხოვრებლებმა უთხრეს, ბავშვი მამასთან ერთად სახერხ-საამქროში იმყოფებოდა და თამაშის დროს რკინის კონსტრუქცია დაეცა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11