საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
რუს ოლიმპიელ ბობსლეერს, ნადეჟდა სერგეევას, რომელიც დოპინგის საწინააღმდეგო სლოგანით დამშვენებული სამოსით იწონებდა თავს, პიონჩანის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დოპინგის მიღება დაუმტკიცდა.
ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე 2015 წლის 5 მარტს იმპიჩმენტით წესით გადააყენეს, რაც სასამართლომ უკანონოდ ცნო და იგი თანამდებობაზე აღადგინა. ლევან ლობჯანიძეს განაცდურის სახით მუნიციპალური ბიუჯეტიდან 61 400 ლარი აუნაზღაურდა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი ხელმძღვანელი პირები, გია ჩიხლაძე და მამუკა კეკელია, რომლებიც ქრთამის აღების ბრალდებით იყვნენ დაკავებულები, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლე შოთა ბიჭიამ აღკვეთის ღონისძიების სახით გია…
მექსიკის ავტონომიური ეროვნული უნივერსიტეტის მახლობლად ატეხილი სროლის დროს ორი ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის გენერალური პროკურატურის განცხადებით, გარდაცვლილები 20 და 29 წლისები არიან.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო დროს ქვეყნის მასშტაბით გახშირებულ იარაღით მომხდარ ძალადობრივ ფაქტებში მთავარ პრობლემას არა იარაღის ტარება, არამედ ძალადობრივი ფილმები და პოპულარული ვიდეოთამაშები წარმოადგენს.
საქართველოს პარლამენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. საპარლამენტო უმცირესობის მიერ ინიცირებულ დადგენილების პროექტს 18-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო კომისიის შექმნის წინააღმდეგ ხმა…
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ნაკრებისთვის ავსტრიასთან გამარჯვება ისტორიაში სადებიუტოა, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველო პირველად ასპარეზობს.
საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, ახალგორში დაკავებული საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. სამედიცინო პერსონალის შეფასებით, დაზიანებები მიანიშნებდა, რომ ის ნაცემი იყო.
თბილისში, თაბორის მთაზე, „პანორამა თბილისის“ გოლფის კლუბის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა. 27 წლის ლევან ლაფაჩი, 21 იანვარს, ახლადდასხმული ბეტონის ჭერის ჩამონგრევას ემსხვერპლა.
დღეიდან მესტია-ნატახტარი-მესტია და მესტია-ქუთაისი-მესტიის მიმართულებით ავიარეისები განახლდა. საჰაერო მიმოსვლა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ავიარეისების განმახორციელებელ კომპანიას შორის ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო 1 თებერვლიდან შეწყვეტილი იყო.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11