საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ბრძანებით, საკადრო გადაადგილებების შედეგად თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, დასავლეთ საქართველოს, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის ახალი საოლქო პროკურორები დაინიშნენ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით ავიარეისები განხორციელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისი-მოსკოვი, ქუთაისი – სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით ფრენებს რუსული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pobeda Airlines-ი შეასრულებს.
ფლორიდის ქალაქ პარკლენდის სკოლაში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა იდეას, რომლის მიხედვითაც, მასწავლებლებს და სხვა თანამშრომლებს სკოლაში იარაღის ტარების უფლება უნდა ჰქონდეთ.
სამხრეთ პერუს მაღალმთიან რეგიონში ავტობუსის ავარიას 44 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. თვითმხილველთა თქმით, ავტობუსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა და ტრანსპორტი გზიდან ხევში, 100 მეტრის ქვემოთ ჩავარდა.
საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა. უკანასკნელმა ქართველმა მონაწილემ, სამთო-მოთხილამურე იასონ აბრამაშვილმა სლალომში შეჯიბრზე 108 მონაწილეს შორის 28-ე ადგილი დაიკავა.
მარნეულის მერია თავის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მედიით გავრცელებისათვის 2018 წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 72 000 ლარს ხარჯავს. მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს „მარნეული ტვ“ - მ გაიმარჯვა.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამხედროები ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო აღლუმში მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ ანატოლი ბიბილოვმა აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. თავდაცვის მინისტრთან, ბესლან ცვიჟბასთან შეხვედრისას განაცხადა.
თბილისის მერია ბიბლიოთეკების რეფორმას იწყებს, რომლის ფარგლებშიც, დაგეგმილია ბიბლიოთეკების მოდერნიზაცია და თანამშროლების გადამზადება.
დღეს, გამთენიისას, თბილისში, თემქის დასახლებაში, ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირველადი ინფორმაციით, ცხედარს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მეთევზეებმა ჩაქვის აკვატორიაში თევზის უნიკალური ეგზემპლარი ნახეს. სპეციალისტებმა მისი შესწავლის შედეგად დაადგინეს, რომ თევზი ლოფიუსი, იგივე ზღვის ეშმაკია (Lophius piscatorius), რომელიც ოკეანის სიღრმისეული ფენების ბინადარია.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11