weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

თბილისის 56-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ამის მიზეზი ჩუტყვავილას გართულებული ფორმა გახდა.

ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ186 კალა-უშგულის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი, რომელიც მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა 9 თვიანი საექსტრადიციო პატიმრობიდან 1000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირს უარყოფს და ამბობს, რომ პოლიტიკური მოტივით იდევნება. ჩაბუქისთვის…

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

თბილისში რამდენიმე დღეში ანტიოკუპაციური ტაქსი გამოჩნდება, სადაც მგზავრებს რუსული ოკუპაციის შესახებ ესაუბრებიან. იდეა ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქაცარავას ორგანიზაციას „ძალა ერთობაშია“ ეკუთვნის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გ.კ. დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე გიგანტურ სლალომში შეჯიბრი საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა იასონ აბრამაშვილისთვის. ქართველ სამთო-მოთხილამურეს მისთვის რიგით მეოთხე ოლიმპიადაზე პირველივე ცდა გაუფუჭდა და იმ 36 სპორტსმენს შორის მოხვდა, რომლებმაც საწყის გამოსვლებზე…

ლანჩხუთის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ სამსახურებრივ ავტომანქანაზე უარი თქვა, რის შემდეგაც გამგეობამ ბიუჯეტის ხარჯზე იჯარით იქირავა 2 კერძო ავტომანქანა, საიდანაც ერთი პირადად გამგებლის საკუთრება იყო, მეორე კი მის მამას - ილია…

რუსმა სპორტსმენმა ალექსანდრ კრუშელნიცკიმ, რომელმაც პიონჩანში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე კერლინგში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ოლიმპიური სოფელი დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, მის დოპინგსინჯში აკრძალული პრეპარატის, მელდონიუმის კვალია აღმოჩენილი.

ქობულეთში ცოლმა ქმარი დაჭრა

ორშაბათი, 19 თებერვალი 2018 14:51

ქობულეთში ცოლმა ქმარი დანით დაჭრა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. 35 წლის მამაკაცი, რომელიც მუცლისა და გულმკერდის არეშია დაჭრილი, ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]