weather cur horoscope tv
ნოემბერი 30, 2024

ირანის პოლიციის ინფორმაციით, დედაქალაქ თეირანში უსაფრთხოების ძალების 5 წევრი დაიღუპა მუსლიმი სუფიების საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის 19 თებერვალს მომხდარი შეტაკებებისას. ინციდენტისას სამასზე მეტი პირი დააკავეს.

თურქული ენერგეტიკული ჰოლდინგი „ჩალიკ ენერჯი“ შიდა ქართლში 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს ააშენებს, რისთვისაც 75 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა „ჩალიკ ენერჯის“ ხელმძღვანელთან აჰმედ…

გერმანული გამოცემა Die Welt ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 2018 წლის იანვარში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 745-მა მოქალაქემ მოითხოვა.

პიონჩანის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში მოცეკვავე წყვილებს შორის ოქროს მედალს კანადელები დაეუფლნენ. ტესა ვირტიუ და სკოტ მოირი გახდნენ ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენები ფიგურული ციგურაობის ისტორიაში, რადგან მათ ანგარიშზე უკვე ოლიმპიური…

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს, გამგეობის ბალანსზე არსებული „MITSUBISHI PAJERO 3500“ და „GAZ-31029“ ვერ მოიძებნა. გამგეობას არ გააჩნდა ინფორმაცია ამ ავტომანქანების ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ.

მარნეულში მცხოვრები 16 წლის გოგონა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა, სკოლის მიტოვებას აპირებს. მისმა მშობლებმა სკოლის დირექტორს შესაბამისი განცხადებით მიმართეს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კამპანია „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ - რესპუბლიკის 100 წელი“ დაიწყო, რომლის მიზანიც ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და საფრთხეებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა. კამპანიის ფარგლებში პირველი შეხვედრა პრეზიდენტმა…

თელავის მუნიციპალიტეტში, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ლეჩურთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. მსუბუქი ავტომობილი დღეს, გამთენიისას ხევში გადავარდა.

ონის მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლებმა მდინარე რიონზე ჰესების კასკადის მშენებლობა აქციით გააპროტესტეს. აქციის მონაწილეთა თქმით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში ზემო რაჭას ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება.

სირიაში, აღმოსავლეთ ღუტას რაიონში სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული ახალი ავიაიერიშების შედეგად სულ მცირე 98 ადამიანი დაიღუპა. „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 20 ბავშვი და 14 ქალია. ჰუმანიტარული ორგანიზაციის,…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]