weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2024

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიასა“ („თელმიკო“) და სს „თელასს“ შეამოწმებს. შემოწმების დასრულების ბოლო ვადად 3 მარტი განისაზღვრა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ევროკავშირის პარლამენტის წევრს და საქართველოს საკითხებზე მომხსენებელს, სვენ მიქსერს მიმართა თხოვნით, რომ ევროკავშირმა ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ ოფიციალური დოკუმენტებიდან ამოიღოს. 

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 77 584 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 23 664 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 30.05%-ია.

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტის და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, რომელიც 2 აპრილს გაიმართება, საკუთარი კანდიდატები წარადგინა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კენჭს ირაკლი შატაკიშვილი იყრის, გონიო-კვარიათის…

ელექტროენერგიის გაზრდილ თვიურ გადასახადთან დაკავშირებით სამოქალაქეთა საჩივრების გამო, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმებას აპირებს. ამის შესახებ სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა განაცხადა.

თიბისისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან პარტნიორობით ელექტრონული კომერციის ასოციაციამ ელექტრონული კომერციის აკადემია დააფუძნა.

კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ვენახების კადასტრის პროგრამა დასრულდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ ორ რეგიონში შეკრებილია ინფორმაცია 42 966 ჰა ვენახის, 35 336 მევენახის და 113 093 ნაკვეთის შესახებ.

პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე, რომელიც 2 აპრილს უნდა გაიმართოს, „ქართული ოცნებიდან“ რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა გამოცემა „ინფო რუსთავმა“ გაავრცელა.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის და იმუნიზაციის ჯგუფის წევრის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ე.წ. მწვანე პასპორტის გაუქმებამ შესაძლოა ინფიცირების ზრდას შეუწყოს ხელი და ვაქცინაციის ტემპიც შეანელოს. 

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის და იმუნიზაციის ჯგუფის წევრის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ყოველდღიურად 3-4 ათასი ბავშვი ინფიცირდება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]