weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2024

პარლამენტარი სალომე სამადაშვილი პარტია „ლელოს“ შეუერთდა და პოლიტიკური მდივნის თანამდებობა დაიკავა. როგორც პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, გადაწყვეტილება გუშინ, პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხე მხოლოდ უკრაინას არ ეხება, რადგან რუსეთის ფედერაცია ცდილობს ევროპაში გავლენის ახალი ზონების შექმნას. ჯონსონმა ეს განცხადება კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან…

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 84 658 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 26 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 31.09%-ია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, შემაშფოთებელია და სიმართლისგან შორსაა ზოგიერთ ქვეყანაში გავრცელებული ნარატივი, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის მაღალი გადაცემის უნარისა და ნაკლებად მძიმე მიმდინარეობის გამო, მისი…

საქართველოს პარლამენტმა 74 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია – „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ – რომელშიც რუსეთის ფედერაცია, როგორც აგრესორი ქვეყანა, ნახსენები არ არის.

2 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს მიიღო.

„ვაქცინაცია და აცრები გახლავთ პანდემიასთან ბრძოლის მთავარი იარაღი, პანდემიის შეჩერების მთავარი გზა გადის ვაქცინაციაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას აცრისკენ, იქნება „მწვანე პასპორტი“ დაშვებული, თუ არა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის…

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „მწვანე პასპორტის“ სავალდებულოობისთვის ტექნიკური საფუძველი შესუსტდა და ის დღეს ნაკლებად ეფექტურია ვაქცინაციის წახალისების მხრივაც. 

თიბისი ბანკმა და ფრანგულმა საფინანსო ინსტიტუტმა, „პროპარკომ“ 50 მილიონი დოლარის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ფინანსური რესურსი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერასა და მათი კაპიტალის საჭიროებების დაფინანსებას მოხმარდება, რაც ქვეყანაში…

მთავრობამ ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]