weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

ქობულეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ თურქეთის მოქალაქე ქალს, რომელსაც პროკურატურა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში ადანაშაულებს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარიპატიმრობა შეუფარდა. დაკავებული ქალი წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

სამხრეთ პაკისტანის ქალაქ კარაჩიში ახალგაზრდა წყვილი, რომელიც ოჯახის თანხმობის გარეშე იყო დაქორწინებული, გასულ კვირას ნათესავებმა ადგილობრივ უხუცესთა საბჭოს დავალებით მოკლეს. ახალშეუღლებული წყვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დაკავებულია.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორია, რათა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არ მოხდეს. ამის შესახებ მეუფე იაკობმა აშშ-ში ვიზიტის დროს განაცხადა.

მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თბილისში სპეცოპერაციის შედეგად გურამ (ადამ) გუმაშვილის ლიკვიდაციის შესახებ, პანკისის ხეობაში მცხოვრები მისი ნათესავები ამ დრომდე არ ადასტურებენ. გურამ გუმაშვილი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი გავლენიანი პირია. დაახლოებული…

​გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში 12 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. სოფლების მზეთამზეს, ახალდაბას, ყვიბისის, გუჯარეთის, ჭობისხევის, წაღვერისა და არდაგანის მცხოვრებლებს სახლის ეზოებში უკანონო სახერხი საამქროები ჰქონდათ მოწყობილი.

გაისად რუსეთში გასამართ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე მატჩის მთავარ არბიტრებს პირველად მიეცემათ უფლება, შეწყვიტონ და გადადონ მატჩი სტადიონზე რასიზმის გამოვლენის შემთხვევაში. ამის შესახებ FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა.

პარლამენტის ნდობის ჯგუფის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მზად არის, თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასტან დაკავშირებით, ნდობის ჯგუფის წინაშე წარსდგეს.

მედიით გავრცელებული ფოტოდან, რომელზეც აფეთქების შედეგად შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის დანაწევრებული სხეულია ასახული, ახლობლებმა ახმედ ჩატაევი ამოიცნეს.

არგენტინა 15-ზე მეტი ქვეყნის დახმარებით აგრძელებს ატლანტის ოკეანეში დაკარგული წყალქვეშა ნავის „სან ხუანის“ ძებნას. ხომალდთან კონტაქტი 11 დღის წინ გაწყდა.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს და სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის უფროსს ვახტანგ გომელაურს ფრაქცია „ევროპული საქართველო“ პარლამენტში იბარებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]