weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

ქუთაისის საფეხბურთო კლუბი „ტორპედო“ საქართველოს ჩემპიონი 15-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა. ეროვნული ლიგის ბოლო ტურში კახა ჩხეტიანის გუნდს უშუალო კონკურენტ თბილისის „დინამოსთან“ მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს, რასაც მიაღწია კიდეც.

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებაზე ოცნებობს. რუსული ტელეარხის ეთერში მან უპასუხა კითხვას მზად არის თუ არა თანამდებობის დასატოვებლად.

სასტუმრო "ლეოგრანდში" დაღუპული საქართველოს მოქალაქეების დაკრძალვის ხარჯებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გაიღებს, ხოლო თითოეული გარდაცვლილის ოჯახს 10 000 ლარი გადაეცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის აპარატში გამართულ მთავრობის საგანგებო თათბირზე მიიღეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ თბილისში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის დროს ლიკვიდირებულთა შორის ახმედ ჩატაევი იყოს. გომელაურის თქმით, გარდაცვლილი პირების ვინაობა ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 1989 წელს დაბადებული ზ.წ., ძარცვის ბრალდებით დააკავეს.  გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 21 ნოემბერს რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე მდებარე ტექნიკის ლომბარდის ოპერატორს 1500 ლარი გასტაცა და შემთხვევის…

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ორდღიანი ე.წ. ოფიციალური ვიზიტით ჩავა. ამის გამო ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმმა 26 ნოემბერს, დილით საქართვლოსთან ე.წ. საზღვარი ჩაკეტა, რომელიც 27 ნოემბერს,…

ბრაზილიელ ფეხბურთელ რობინიოს მილანის სასამართლომ თავისუფლების 9 წლით აღკვეთა შეუფარდა. „რეალისა“ და „მილანის“ ყოფილ ვარსკვლავს ბრალი სექსუალურ ძალადობაში ედებოდა.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში გამართულ მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) მსოფლიოს ჩემპიონი უკვე მეორედ გახდა. პეტრიაშვილმა რუსეთის დაღესტნელი ფალავანი მაგომედამინ დიბიროვი 3:42 წუთში ანგარიშით…

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ის ეროვნული გუნდი ანგარიშით 21:20 დაამარცხა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წლის 27 ნოემბერი, საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]