weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2021

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს პასუხი დროულად უნდა გაეცეს. პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, ყოველი დღე, რომელიც პასუხს არ სცემს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს,…

ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხთარლი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ჟურნალისტს ბრალად ედება აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, კონტრაბანდა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

კონგოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავის სოსო ოსორაულის ვიდეომიმართვა, რომელიც გუშინ გავრცელდა, რამდენიმე თვის წინანდელია. ამის შესახებ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. დვალის ინფორმაციით, საელჩო ოსორაულის ბედის…

შილდაში 27 ძროხა მოიპარეს

სამშაბათი, 06 ივნისი 2017 14:06

ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მცხოვრებ დავით ელიოზაშვილს 27 ძროხა მოპარეს.  როგორც დაზარალებულმა „რეგინფოს“ უთხრა, ძროხები სახლთან ახლოს მდებარე ფერმიდან  წუხელ გვიან ღამით გაიყვანეს.

კახა ბუხრაძე საპატრულო პოლიციის აჭარის სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბუხრაძე როტაციის წესით, საპატრულო პოლიციის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ჟურნალისტებმა აზერბაიჯანელი კოლეგის აფგან მუხთარლის სოლიდარობის ნიშნად თავზე ტომრები ჩამოიცვეს. მათ ხელში ეკავათ ფურცლები წარწერით „არ შეგრჩებათ“.

UEFA-მ აწგასრულებული ჩემპიონთა ლიგის 10 საუკეთესო გოლი დაასახელა, სადაც პირველ პოზიციაზე, როგორც მოსალოდნელი იყო, ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდ მარიო მანჯუკიჩის მიერ ფინალში გატანილი საუცხოო გოლი გავიდა.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიას გუშინ, გვიან ღამით, უცნობი პირები თავს დაესხნენ. მაღაზიის მფლობელების განცხადებით, თავდამსხმელებს ფულის წაღება უნდოდათ, ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი და მაღაზიაში მყოფ ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კოტ დ’ივუარის ნაკრების ფეხბურთელი შეიკ ტიოტე მოულოდნელად გარდაიცვალა. 30 წლის ნახევარმცველი, რომელიც ჩინურ კლუბ „ბეიძინ ენტერპრაიზესში“ თამაშობდა, ვარჯიშის დროს შეუძლოდ გახდა, საავადმყოფოში გადაყვანის მიუხედავად კი მისი სიცოცხლის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა 3-ის ე.წ. თეთრი ჯგუფის ლიდერმა „თელავმა“ მე-11 ტურის მატჩი სტუმრად თბილისში, „ამერის“ სტადიონზე გამართა და „გარდაბანი“ 3:1 დაამარცხა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]