საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ბოსნია და ჰერცეგოვინამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმით სარგებლობა 180 დღიან პერიოდში 90 დღე შეეძლებათ.
ხარაგაულში 28 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილი ამირან კვირიკაშვილის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდის თვითმკვლელობის მიზეზი პოლიციის მხრიდან ზეწოლა გახდა.
ვეტერანი ესპანელი მეკარე იკერ კასილასი 2017 წლის Golden Foot-ის გამარჯვებული გახდა. უნიკალური პრიზი, რომლის მოგების შანსი ფეხბურთელებს მხოლოდ ერთხელ აქვთ, 28 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს კარიერაში მიღწეული წარმატებებისთვის გადაეცემათ.
საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა 3-ის ე.წ. ზედა ჯგუფში მეორე ეტაპზე მოასპარეზე კლუბმა „თელავმა“ სტუმრად ხობში ადგილობრივი „კოლხეთი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ფაქტობრივად გაინაღდა პლე-ოფის ზონაში სათამაშო ადგილი.
ფოთში ჯილეხის შემთხვევა გამოვლინდა. ამ დიაგნოზით 28 წლის ქალი გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონალური ლაბორატორიის ეპიდემიოლოგის, მაკა გაბუნიას განცხადებით, ინფიცირებულმა ქალმა სამედიცინო დაწესებულებას რამდენიმე დღის დაგვიანებით მიმართა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.
ქალაქ თელავში, თბილისის გზატკეცილზე N2–ში მდებარე ავტოსერვისში 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, როლანდ დაუდაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6272 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6008 ლარი იყო.
თვითმმართველი ქალაქების მერებს შორის ყველაზე მეტ ანაზღაურებას რუსთავის მერი დავით ჯიქია იღებდა, - ბოლო ორ წელიწადში მან 126 650 ლარი აიღო. გამგებლებს შორის კი ყველაზე მაღალანაზღაურებადი იყო ბორჯომის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი,…
პარტიების დაფინანსების სისტემა საჭიროებს რეფორმას და ამ კუთხით განხორციელდება შესაბამისი ცვლილებები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სამწუხარო მოვლენაა ის, რომ დაახლოებით 20 პოლიტიკური პარტია დაფინანსებას…
სარაგბო კლუბ „კარდიფ ბლუზის“ აკადემიის 16-წლამდელთა გუნდმა საქართველოში 1 კვირა გაატარა. აკადემიების ოთხთა ტურნირის დასრულების შემდეგ, უელსელებს ერთი თავისუფალი დღე ჰქონდათ და საქართველოს რაგბის კავშირმა მათ საინტერესო ტური კახეთში მოუწყო.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11