weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ავსტრიაში გამართულ ვადამდელ საპარლამეტო არჩევნებში კონსერვატიულმა პოლიტიკურმა ძალამ „სახალხო პარტიამ“ გაიმარჯვა, რომელსაც სათავეში 31 წლის სებასტიან კურცი უდგას.

ამერიკის რეგულარული ჩემპიონატის (MLS) მორიგ ტურში ვაკო ყაზაიშვილის გუნდი „სან ხოსე ერსქვეიკსი“ სტუმრად ვანკუვერის „უაიტკეპსს“ შეხვდა და ფრედ 1:1 ითამაშა. ქართველმა ნახევარმცველმა მეტოქის კარში გატანილი ეფექტური გოლით ანგარიში გაათანაბრა და…

სამართალდამცავებმა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული მ.ფ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

36 წლის შვეიცვარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა შანხაის მასტერსის ფინალში ესპანელი რაფაელ ნადალი 6:4, 6:3 დაამარცხა და აღნიშნული ტურნირი მეორედ მოიგო.

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 276-მდე გაიზარდა, დაშავებულია 300-მდე ადამიანი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ქართველი სამხედრო მფრინავის სოსო ოსორაულის ტყვეობის საქმესთან დაკავშირებით, ისინი აგრძელებენ მუშაობას ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ისევე როგორც ორმხრივ რეჟიმში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის…

მაღალმთიან აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, ბეშუმის უღელტეხილზედიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო 13 ავტომანქანა და 30 მგზავრი, მათ შორის, ბავშვები და მოხუცები ჩარჩნენ. ისინი მაშველებმა გამოიყვანეს.

15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2008 წელს დაფუძნებული საერთაშორისო დღე აღიარებს სოფლად მცხოვრებ ქალთა წვლილს ადგილობრივ განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში, საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა…

ბათუმის მერიამ 2017 წელს საქართველოს და სხვა სახელმწიფოების დროშების შესყიდვაში ბიუჯეტიდან 89 330 ლარი დახარჯა. მერიის მიერ დროშების შესყიდვაზე გამოცხადებულ ორივე ტენდერში ინდმეწარმე გიორგი ასათიანმა მაქსიმალური ფასის შეთავაზებით გაიმარჯვა.

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან გიორგი მაჭავარიანთან და თენგიზ ზარდიაშვილთან ერთად, კარდაკარის პრინციპით, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]