საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციიდან (UNESCO) გადის. UNESCO-ს ისრაელის მიმართ მიკერძოებულ და ანტიებრაულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო პერიოდში სახალხო დამცველი პოლიციის წინააღმდეგ კამპანიას ახორციელებს, რაც სახალხო დამცველის ინსტიტუტისთვის შეუფერებელია და საფრთხეს უქმნის თავად საზოგადოების უსაფრთხოებას და ქმნის წინაპირობას დანაშაულის წახალისებისთვის.
თიანეთის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა, თანამდებობაზე არჩევის შემდეგ, ამავე გამგეობის მთავარ სპეციალისტად თავისი მეუღლე იმედა ხომასურიძე დანიშნა, რომელიც 3 წელზე მეტია მუშაობს. თანამდებობის პირისადმი დაქვემდებარებულ მოხელედ მისი მეუღლის დანიშვნა კანონით აკრძალულია.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ძიუდოს ახალი დარბაზი გაიხსნა. ძიუდოს დარბაზის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტის საერთო ღირებულება 458 180 ლარია.
თელავში, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნოდარ ეჟიშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარაში ბრალდებულ ნუგზარ გიგაურს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.
გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ გორის გამგებლის პირველ მოადგილეს გელა კაპანაძეს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და მის დაჯარიმებას ითხოვს 2000 ლარის ოდენობით, საარჩევნო კოდექსით დადგენილი აკრძალვის დარღვევის გამო.
ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სამი სალონი ბოლო ერთ თვეში მესამედ გაქურდეს. სალონებში დასაქმებულების განცხადებით, წაღებულია სპეციალური ინვენტარი და თანხა.
ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის ტარიელ შავაძე ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ფეხბურთის ლიბერიელი ლეგენდა, 1995 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი ჯორჯ ვეა თავისი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს. ლიბერიაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, „მილანის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, რომელიც ამჟამად 51 წლისაა, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბოკაის…
ინგუშეთის მთავრობა 2017-2018 წლებში იაკების შეძენას და მთიან რეგიონებში გამრავლებას გეგმავს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ინგუშეთში 200 სულ იაკს შეიყვანენ, მომავალ წელს კი 300-ს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11