საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სამი ამერიკელი ფიზიკოსი კოსმოსში წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღების დაფიქსირებისთვის ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. რაინერ ვაისი, ბერი ბარიში და კიპ თორნი ამერიკასა და იტალიაში ბაზირებული LIGO-Virgo ლაბორატორიის წევრები არიან, რომელსაც აღმოჩენა…
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვახვრელის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალისკენ მიმავალი გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეები სოფლისთვის სასმელი წყლის მიწოდებას და მუნციპალიტეტის გამგებელთან, დავით ონიაშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ.
5-8 ოქტომბერს, გურჯაანის რაიონში, კაჭრეთის სასტუმრო „ამბასადორში“ ცხენოსნობის ოლიმპიურ დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება. სპორტის სამინისტროს ცნობით, კავკასიის ლიგის გათამაშებაში ქართველი, აზერბაიჯანელი და უკრაინელი ცხენოსნები მიიღებენ მონაწილეობას.
ოკუპირებული აფხაზეთის „კეთილი ნების ელჩებმა“ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) ხელმძღვანელობას და გაეროს კეთილი ნების ელჩებს ვიდეო მიმართვა გაუგზავნეს და მოუწოდეს ყურადღება მიაქციონ აფხაზეთში არსებული უძველესი ქრისტიანული…
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2017 წლის სექტემბერში საქართველოს 763 729 სართაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 20.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ტურისტების (24 საათი და მეტი) რაოდენობა 380 895-ს გაუტოლდა…
საქართველოს და გერმანიის მეგობრობის წლის ფარგლებში, საქართველოს საელჩოს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, ბერლინში კინოთეატრ „არსენალში“ქართული ფილმების რეტროსპექტივა მიმდინარეობს. ქართული კინოს დღეები ლანა ღოღობერიძის ფილმით…
თელავში, წერეთლის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 18 წლის ბიჭი დაიღუპა. როგორც ადგილობრივებმა „რეგინფოს“ უთხრეს, ელექტროსადენის შეკეთების დროს მას დენმა დაარტყა და ადგილზევე გარდაიცვალა.
სულ ცოტა, 11 ადამიანი დაიღუპა სირიის დედაქალაქ დამასკოს ცენტრში მოწყობილი აფეთქებების შედეგად. ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ ავრცელებს ცნობას, რომ პოლიციის განყოფილების მახლობლად ჯერ დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, შემდეგ…
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ქართულ ძიუდოში ბოლო პერიოდში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების წამყვანი წევრები საერთაშორისო ტურნირზე თავისი ხარჯებით დადიან, სიმართლეს არ შეესაბამება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 14 ადამიანი დააკავეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11