საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ავღანეთის საჰაერო ძალების შეცდომამ უშიშროების ძალების 10 წევრის სიცოცხლე შეიწირა. იერიში, რომლის დროს ასევე დაიჭრა ათამდე სამხედრო, ავღანეთისავე ძალების პოზიციაზე, ქვეყნის სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში განხორციელდა.…
სამხრეთ საფრანგეთის ზღვისპირა ქალაქ მარსელში შეიარაღებული პირის დანით თავდასხმისას ორი ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. მარსელის რკინიგზის ცენტრალურ სადგურზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ახმეტელ ცოლ-ქმარს, ნათია ლეფსვერიძეს და დათო ქიტაშვილს სამი გოგონას შემდეგ, სამი ტყუპი ვაჟი შეეძინათ. ნათია ლეფსვერიძემ ღუდუშაურის კლინიკაში იმშობიარა. ტყუპების დედა თავს კარგად გრძნობს.
„ქართული ოცნების“ მიერ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე წარდგენილი მერობის კანდიდატებიდან 18 მოქმედი მერი და გამგებელია, 15 - ბიზნესმენი, 8 - საკრებულოს მოქმედი წევრი, 1 პროკურორი, 5 კი საბანკო სექტორშია დასაქმებული.
პირიქითა ხევსურეთში, შატილის მოსახლეობა სოფლის ჰესის კაპიტალურ რეაბილიტაციას ითხოვს. ჰესი მოძველებულია და მწყობრიდან ხშირად გამოდის, რის გამოც შატილის მცხოვრებლები ელექტროენერგიის გარეშე რჩებიან. 2017 წლის ტურისტულ სეზონზე მოსახლეობა უშუქოდ არაერთხელ დარჩა…
„ვიტ-ჯორჯიასა“ და „ზუგდიდის“ შეხვედრამდე, საფეხბურთო ეროვნული ლიგა 2-ის 29-ე ტურის მატჩისწინა გახურებაზე ზუგდიდელთა მეკარე შოთა მამინაშვილმა გონება დაკარგა. ექიმებმა ერთსაათიანი მცდელობის შემდეგ 31 წლის მეკარის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
„ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის“ (WWF) კავკასიის წარმომადგენლობამ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკის ტექნიკური განხორციელების კვლევაზე, დიზაინსა და დეტალურ პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში მორიგი სარჩელი წარადგინა. საია ირაკლი ხვედელიძის სახელით ასაჩივრებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ ნორმას, რომლითაც პირს გასაჩივრების კონსტიტუციური უფლება ეზღუდება.
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოუწოდა კომუნალური გადასახადების დასაფარად ფინანსური დახმარება, უსინათლო პირების მსგავსად, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის გამოყოს.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ყურანზე დაფიცების ფაქტების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შესასწავლად დმანისში იმყოფებოდნენ. აბანელ გამბე და სტეფან სიგლერი მუნიციპალიტეტის გამგებელს, „შენების მოძრაობის“ მერობის კანდიდატს გოგი ბარბაქაძეს შეხვდნენ და დეტალებს გაეცნენ.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11