საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თურქეთში გზის პირას ჩადებულ ბომბზე ავტომანქანის აფეთქების შედეგადო თხი ჯარისკაცი დაიღუპა. ინციდენტი ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ჰაქიარის პროვინციაში, ირანთან საზღვრის მახლობლად მოხდა.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბექა ყანჩელმა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ცემის გამო ბრალი აქვს წარდგენილი, ერთ წელში დანამატი და პრემია 14-ჯერ აიღო. 2016 წელს მან 54 407 ლარის ოდენობით ანაზღაურება მიიღო,…
ქიმიის დარგში ნობელის წლევანდელი პრემია კრიოელექტრონული მიკროსკოპიის განვითარებისათვის სამ მეცნიერს მიენიჭა. შვეიცარელი ჟაკ დუბოშე, ამერიკელი იოახიმ ფრენკი და ბრიტანელი რიჩარდ ჰენდერსონი 9 მილიონ შვედური კრონის (1.1 მლნ დოლარის) ოდენობით დაჯილდოვდნენ.
გერმანულ საფეხბურთო გრანდ მიუნხენის „ბაიერნს“ სეზონის ბოლომდე გამოცდილი გერმანელი სპეციალისტი იუპ ჰაინკესი გაწვრთნის. 72 წლის ტიტულოვანმა მწვრთნელმა აღნიშნულ პოსტზე გუნდიდან გაშვებული კარლო ანჩელოტი შეცვალა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სახალხო დამცველს მიმართა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის ორი მუსლიმი მოსწავლე გოგონას სახელით. საქმე ეხება დირექტორის მხრიდან მოსწავლე გოგონასთვის სკოლის ტერიტორიაზე ჰიჯაბის ტარების აკრძალვას.
უკრაინის ქალაქმა კოლომიამ თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის ალექსანდრ დოვბუშის სახელობის ტურნირს უმასპინძლა, სადაც ქართველმა მოჭიდავეებმა 6 მედალი მოიპოვეს.
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე რამდენიმე ადგილას მცირე ზვავია ჩამოსული, რის გამოც ავტომობილები გადაადგილებას ვეღარ ახერხებენ და თორღვას აბანოს ზემოთ – უღელტეხილამდე, ბოთლის წყალთან და უღელტეხილს იქით ე.წ. ციმბირთან ხალხია ჩარჩენილი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 4 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს. წელს პირველად, პროფესიული განათლების მიღება შესაძლებელია დამატებით სამ მუნიციპალიტეტში - ყაზბეგში, თიანეთსა და ლაგოდეხში.
გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ტყის მცველის, 46 წლის კახაბერ ყურაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული თ.რ. დამნაშავედ სცნო.
7 ოქტომბერს ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ იტალიელი ვეტერანი ვარსკვლავების ნაკრები და გუნდი „ლიდერი“, რომლის კაპიტანიც რამზან კადიროვი იქნება. „ახმატ-არენაზე“ გასამართი შეხვედრა ვლადიმირ პუტინის იუბილესადმი…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11