weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ბათუმელი მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი ჭადრაკის დიდოსტატი გახდა. ვაჟთა შორის საჭადრაკო ტურნირზე, რომელიც ინგლისში ჩატარდა, ნინო ბაციაშვილმა 2500-იან რეიტინგს გადააჭარბა. ჭადრაკში უმაღლეს წოდებას მას ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) უახლოეს კონგრესზე მიანიჭებენ.

2 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია წვიმა, ნისლი, ზღვაზე კი 3-4 ბალიანი შტორმი. მაღალ…

ჰოლანდიელმა მრბოლელმა მაქს ფერსტაპენმა თავისი 20 წლის იუბილე მალაიზიის გრან-პრის დამაჯერებელი გამარჯვებით აღნიშნა. მან პირველივე წრეზე შეძლო მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერ ლუის ჰამილტონის ჩამოტოვება, რომელმაც სტარტი პოულიდან აიღო. ფერსტაპენისთვის აღნიშნული გამარჯვება…

ნინო ლომჯარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე აღარ იმუშავებს. ახალმა გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა სამი მოადგილიდან თანამშრომლობა სავარაუდოდ მხოლოდ ნოდარ ჯავახიშვილთან გააგრძელა.

5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ორ იტალიურ გამოფენას უმასპინძლებს, რომლებსაც აერთიანებს სახელწოდება - „უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი - სილამაზე, კარავაჯო - სინათლე“.

ბათუმში 6-7 ოქტომბერს, სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ გაიმართება. ევროპის მოედანზე ორი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება აჭარული სოფლები თავიანთი პროდუქციით, ტრადიციებითა და სამზარეულოთი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სპეციალური დეკორაციებით მორთულ…

მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

ესპანეთში, კატალონიის პროვინციაში, დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის მონაწილეთა 90%-მა რეგიონის ესპანეთის შემადგენლობიდან გასვლას დაუჭირა მხარი. მთავრობის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა ბარსელონაში განაცხადა, რომ მადრიდის წინააღმდეგობის მიუხედავად, რეფერენდუმი შედგა და კატალონიამ დამოუკიდებლობის უფლება…

ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ავღანეთის საჰაერო ძალების შეცდომამ უშიშროების ძალების 10 წევრის სიცოცხლე შეიწირა. იერიში, რომლის დროს ასევე დაიჭრა ათამდე სამხედრო, ავღანეთისავე ძალების პოზიციაზე, ქვეყნის სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში განხორციელდა.…

სამხრეთ საფრანგეთის ზღვისპირა ქალაქ მარსელში შეიარაღებული პირის დანით თავდასხმისას ორი ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. მარსელის რკინიგზის ცენტრალურ სადგურზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]