weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ათმეთაური ნუკრი ხაბელაშვილი, პატრულ-ინსპექტორები გია სადაღაშვილი და ზურაბ რუსიშვილი - საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის დეპარტამენტის ის თანამშრომლები არიან, რომლებსაც პროკურატურამ ბრალი წაუყენა „ქართული ოცნებიდან“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის შვილის, 21 წლის…

საფრანგეთის პოლიციის მიერ დაკავებული 36 წლის მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია პარიზის გარეუბანში პოლიციის სპეცრაზმელებზე თავდასხმაში, ეროვნებით ალჟირელი, სახელად ჰამუ ბაშირ ბენლატრეში აღმოჩნდა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან სკოლების ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა აიკრძალება. მინისტრის განმარტებით, საუბარია გაზიან სასმელებზე, შაქრისა და მარილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებზე.

სახალხო დღესასწაული „თიანეთობის“ აღნიშვნა 12 აგვისტოს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის გახსნით დაიწყება. თიანეთის გამგეობის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით თიანეთს სავარაუდოდ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II ესტუმრება.

ზუგდიდში ცენტრალური სტადიონის მშენებლობა, რომელიც 7 200-ზე მეტ მაყურებელზეა გათვლილი, ოქტომბერში დასრულდება. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სტადიონის შიდა ინტერიერის მოწესრიგება და საფეხბურთო მოედნის საფარის მოწყობა. 

12 აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ყაზბეგში, ადგილობრივ საავადმყოფოში, გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები უფასო გამოკვლევებს ჩაატარებენ.

საქართველოს ჩემპიონატის ლიგა 3-ში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „თელავს“ გიორგი დეკანოსიძე გაწვრთნის. 36 წლის სპეციალისტმა კონტრაქტი სეზონის ბოლომდე, თუმცა გაგრძელების პერსპექტივით გააფორმა. შეგახსენებთ, რომ თელავურ კლუბს აქამდე მალხაზ ჟვანია წვრთნიდა.

პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ 2017 წლის ოქტომბერში გასამართ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რესპუბლიკურ პარტიასთან საარჩევნო ბლოკის შექმნა ვერ მოხერხდა.

გორის გვირაბთან მომხდარი ავარიის საქმეზე, რომლის შედეგადაც 21 წლის ბექა ხახუბია გარდაიცვალა, საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოს სამ თანამშრომელს პროკურატურამ ბრალი წაუყენა.

სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩასთან, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს, რუსმა სამხედროებმა მავთულხლართები გაავლეს. სოფელში გამგებლის წარმომადგენლის, ბადრი ხუჯგურუას თქმით, სოფლის მცხოვრებლებმა 2 ჰექტარზე მეტი მიწა დაკარგეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]