საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
უესტმინსტერის სასახლის ყველაზე დიდი ზარი ბიგ-ბენი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში აღარ დარეკავს. მიზეზი საათის კოშკზე ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოებია, რომელიც 21 აგვისტოდან დაიწყება.
აჭარის მთავრობა და დეველოპერული კომპანია „რედკო“ 23 აგვისტოს ბათუმის პიაცაზე წარმოგიდგენთ პროექტს „მუსიკა გაერთიანებს“. მოწვეულ სტუმრებს სრულიად განსხვავებულ ჟანრთა სინთეზი ელით, რომლის მთავარი გმირიც მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი იქნება.
მთიან აჭარას ახალი ტურისტული ადგილი „შავი ტბა“ შეემატა, რომელიც გოდერძის უღელტეხილზე არსებული მწვანე ტბის წრიულ მარშრუტზე მდებარეობს. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ტბის მარკირებასა და ტურისტულ მარშრუტში ჩასმას მომავალი წლისთვის…
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა კომენტარი გააკეთა რუსი პრანკერების მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, სადაც ვითომ ის უკრაინის შს მინისტრს სთხოვს, მიხეილ სააკაშვილი ქართულ მხარეს არ გადმოსცენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აბიტურიენტებს მიმართავს თხოვნით, სწავლის გაგრძელებამდე დააზუსტონ მათ მიერ შერჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წარმოადგენს თუ არა ავტორიზებულ სუბიექტს.
ბაღდათში 83 წლის კაცმა 20 წლით უმცროსი მეუღლე სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.
ამალი-დევდორაკის ხეობაში ღვარცოფული პროცესების გააქტიურების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის 134-კმ - 135კმ მონაკვეთზე, დარიალის ხეობაში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საგანგებო მდგომარეობის გამო დროებით მუშაობა შეწყვიტა ყაზბეგის საბაჟო-გამშვებმა პუნქტმა,…
თელავის რაიონის სოფელ ლალისყურთან, საავტომობილო გზასთან დაშავებული შველი იპოვეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ცხოველს სამი კიდურის ღია მოტეხილობა აქვს, რაც სავარაუდოდ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული გიორგი ჯ. დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დააკმაყოფილა გამგებლის, მერაბ თოფჩიშვილის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე. თოფჩიშვილმა საკრებულოს 11 აგვისტოს მიმართა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11