weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ნინოწმინდის რაიონის სოფელ კატნატუში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 53 წლის კაცი დაიღუპა. სათემო რადიო „ნორის“ ინფორმაციით, მას მინდორში ყოფნის დროს ტრაქტორმა გადაუარა.

განმუხურში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, GEM fest-ზე დასაქმებულმა ახალგაზრდებმა ფესტივალის ტერიტორიაზე მთავარი შესასვლელი გადაკეტეს და ადმინისტრაციისგან კუთვნილი ხელფასის გადახდა მოითხოვეს.

ნატახტარის აეროპორტიდან ამბროლაურის მიმართულებით ფრენების სიხშირე გაიზარდა და კვირაში ოთხჯერ - სამშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შესრულდება. ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით ზრდასრულებისთვის 50 ლარია, 12 წლამდე ბავშვებისთვის - 35 ლარი,…

თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 16 კაფე, საიდანაც 14 უცხოელ ბიზნესმენებს ეკუთვნის, პროტესტის ნიშნად დახურეს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი თბილისის მერიის გაფრთხილება გახდა, რომელიც საფეხმავლო ქუჩაზე ღია კაფეების განთავსების აკრძალვას ითვალისწინებს.

2017 წლის შემოდგომაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში საზოგადოებრივი კოლეჯის „აისის“ ფილიალი გაიხსნება. ამჟამად პროფესიული სასწავლებლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სასწავლო კორპუსის განახლების შემდეგ დაგეგმილია სტუდენტების საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაციაც.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ახალციხის, ბორჯომის, ასპინძისა და ადიგენის მერობის კანდიდატები წარადგინა.

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში საქართველოს ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე გაძარცვეს. ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, შემთხვევა პარასკევს, სენ-დენის კომუნაში, „სტად დე ფრანსის“ მიმდიბარე ტერიტორიაზე მოხდა.

აფხაზეთის ომის დაწყების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, 14 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგიკული დღეა.

ბორჯომში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი დაიღუპა, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა. ტელეკომპანია "ბორჯომის" ინფორმაციით, კვადროციკლი, რომელზეც არაბი ტურისტები ისხდნენ, ტყეში გადატრიალდა. სატრანსპორტო საშუალებას ადგილობრივი მართავდა.

რუსი პრანკერი ალექსეი სტოლიაროვი, მეტსახელად "ლექსუსი", აცხადებს, რომ მზად არის დაამტკიცოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებები, რომლებიც მან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციასთან დაკავშირებით ვითომ უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის დროს…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]