საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ამ დრომდე არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას სირიაში, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, პანკისელი კ. ტ-შვილის და მისი ოჯახის წევრების გარდაცვალების შესახებ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერში ტყე იწვის. ცეცხლი 6 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზეა გავრცელებული. ძლიერი ხანძრის ჩაქრობას სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ცდილობენ.
დმანისის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის - თეიმურაზ თეთრაძის ძმას მიხეილ თეთრაძეს, პირდაპირი განკარგვის წესით, 10-წლიანი იჯარით გადაეცა 183 670 კვ.მ საძოვარი, სადაც სინამდვილეში ტბები იყო განთავსებული და კომერციული…
სამართალდამცავებმა ონლაინ-სესხების კომპანია „ვივუსის“ მოლარე-ოპერატორის დაყაჩაღების ბრალდებით, ზუგდიდში 31 წლის მამაკაცი დააკავეს.
პარლამენტარი ოთარ კახიძე ფაშიზმის საწინააღმდეგო აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღის ტარების გამო 500 ლარით დაჯარიმდა. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, კახიძეს ერთი თვით იარაღის ტარებაც აეკრძალა.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 59%-სთვის მიუღებელია 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევა, რის შედეგადაც ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტები გაერთიანდება.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 49% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს მისნაირ ხალხს, ხოლო 42% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 27 წლის მამაკაცს, რომელსაც ბრალი ედება იმ ქალის ცემაში, ვისთან ერთადაც ორი წელია ცხოვრობს და მცირეწლოვანი შვილიც ჰყავს.
აღმოსავლეთ პაკისტანის ქალაქ ლაჰორში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ აფეთქებას 26 ადამიანი, მათ შორის ათი პოლიციელი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანმა აიღო.
ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო - უპრეცედენტო შედეგებით დაბრუნდა ქართველი მოსწავლეების ექვსკაციანი გუნდი ბრაზილიიდან, ქალაქ რიო დეჟანეიროში გამართული მათემატიკის 58-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადიდან (IMO 2017).
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11