საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში დამატებით ხუთი მუნიციპალიტეტი ჩაერთვება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროგრამას მცხეთის, კასპის, ხაშურის, საგარეჯოს და წყალტუბოს მუნიპალიტეტები დაემატა.
„საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ პრემიერ-მინისტრის მიერ სეკულარიზმის შესახებ გაკეთებულ განცხადებას სახიფათოს და ანტიკონსტიტუციურს უწოდებს. „რესპუბლიკელების“ განცხადებით, პრემიერმა სასწრაფოდ უნდა განმარტოს, თუ რატომ გასცდა კონსტიტუციას.
საქართველოს კულტურის სამინისტრომ მის მმართველობაში შემავალი პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. 23 სახელმწიფო თეატრს შორის თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრიც არის.
პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.
„ახალი პოლიტიკურ ცენტრი - გირჩი“ სექს მუშაკების უფლებების დასაცავად პროსტიტუციის ლეგალიზაციას ითხოვს. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს „გირჩი“ პარლამენტში რამდენიმე დღეში წარადგენს.
თუშეთში, სოფელ ბოჭორნასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 22 წლის ბიჭი დაიღუპა. „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც ის მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დიდი სიმაღლიდან გადავარდა.
28 მარტის შემდეგ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით საქართველოს 55 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა, რომელთაგან 3 ათასი 90 დღის ვადაში საქართველოში არ დაბრუნებულა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ ის…
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელში არალეგალურად იმყოფებიან, შესაძლებლობა ექნებათ სამშობლოში საკუთარი ნებით დაბრუნდნენ. ამის შესახებ ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურის და ისრაელში საქართველოს საელჩოს ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
ქვიშის რაგბიში საქართველოს ქალთა და კაცთა ნაკრებებმა მოსკოვში გამართულ ევროპის პირველ კონტაქტურ ჩემპიონატზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ქვიშის რაგბის კონტაქტური ევროპის ჩემპიონატი პირველად ჩატარდა, თუმცა მანამდე სხვადასხვა დონის საერთაშორისო…
გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში გამგებლის წარმომადგენელი კუკური ჯამატაშვილი თანასოფლელმა სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად ფეხში დაჭრა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. დაჭრილი გურჯაანის საავადმყოფოშია მოთავსებული.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11