weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კიდევ სამი თვით გახანგრძლივდა. ინიციატივა თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმს ეკუთვნის, რომელსაც მხარი მმართველმა „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“, ასევე ოპოზიციურმა „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ“ დაუჭირეს.

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე 3 400 მაყურებელზე გათვლილი სპორტული კომპლექსი აშენდება, სადაც სპორტის სხვადასხვა სახეობის სექცია განთავსდება, მათ შორისაა სპორტული და მხატვრული ტანვარჯიშის, ჭიდაობის, ქართული საბრძოლო ხელოვნების, კრივის, ჭადრაკის და სპორტული…

იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მიმდინარე ივლისის სუპერტურნირზე 9 ორთაბრძოლის შემდეგ ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მე-5 გამარჯვება იზეიმა და დადებით ბალანსს დაუბრუნდა.

სამართალდამცავებმა 19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 ივლისს, თბილისში, რ.ა.-მ მამიდაშვილს დანით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოწვევით საქართველოს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ვიზიტით ესტუმრა. ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტების ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა, სადაც პოროშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინას საქართველოს მსგავსად ოკუპაციის პრობლემა აქვს და ორივე ქვეყანა…

საქართველოს რვა მოქალაქე აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში მაგისტრატურაზე სრული დაფინანსებით ისწავლის. სტუდენტებს ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაში გამარჯვება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ მიულოცა.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება „ამბასადორიალი 2017 “ თბილისში ოფიციალურად გაიხსნა. „ამბასადორიალის“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მან ქართველ დიპლომატებს გაწეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ელჩებმა წარმატებით…

16 ივლისს იყალთოში საქართველოს ჩემპიონატის „ოფროუდ ტროფი სტრიპის“ მეორე ეტაპი ჩატარდა, სადაც პროფესიონალებთან ერთად მონაწილეობა ადგილობრივმა მოყვარულებმაც მიიღეს.

კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ სიღნაღიდან 15 კილომეტრში, სოფელ ქვემო ბოდბესთან იყო.

საქართველოს ჩემპიონატის ლიგა 3-ში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ შინ XVII ტურში გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე 2:0 დაამარცხა „ბორჯომი“ და გათამაშების ცხრილში ბოლო ტურის წინ 35 ქულით I ადგილზე დაბრუნდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]