საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოში გაზი ყველა მომხმარებლისთვის გაძვირდა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის აბონენტებისთვის გაზის ტარიფი ნახევარ თეთრზე მეტით, ხოლო რეგიონებში 2-დან 5 თეთრამდე გაიზრდება.
რუსეთში, სანკტ-პეტერბურგის მახლობლად მეორე მსოფლიო ომში დაკარგული ქართველი მეომრის ხუტუ ნიკოლოზის ძე მიმინოშვილის ნეშტი აღმოაჩინეს. მას საპატიო ყარაულით და ზალპით, კუკიის საგვარეულო სასაფლაოზე, 23 ივლისს ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ.
რუსეთის 2017-2018 წლების პრემიერ ლიგის პირველ ტურში მოსკოვის „ლოკომოტივმა“ შინ ტულას „არსენალი“ 1:0 დაამარცხა, გამარჯვების მომტანი გოლი კი საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა სოლომონ კვერკველიამ 57-ე წუთზე გაიტანა.
„სამტრედიამ“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა საშინაო მარცხით დაასრულა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა გუნდმა აზერბაიჯანის ჩემპიონ „ყარაბაღთან“ თბილისში გამართული განმეორებითი შეხვედრაც წააგო და ორი მატჩის ჯამში 0:6 დამარცხდა.
19 ივლისს, 19:00 საათზე, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართება. მსვლელობის მონაწილეები ქალების ჩაგვრას გააპროტესტებენ და იმ პირების დასჯას მოითხოვენ, რომლებიც თათია დოლიძეს ჯგუფური გაუპატიურებით დაემუქრნენ.
ჩეჩნეთიდან დევნილი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი თბილისში არ დაუკავებიათ. „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ამის შესახებ მათ თავად ბლოგერმა შეატყობინა და განაცხადა, რომ საქართველოდან 11 ივლისს წავიდა, თუმცა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე საკუთარი ადგილსამყოფელის დასახელება…
თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული 45 წლის მამაკაცი, რომელიც ქალაქ გირესუნის საავადმყოფოში ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდა, გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები მიმდინარეობს.
ქალაქ გორში სახალხო დამცველის რეგიონული ოფისი გაქურდეს. სახალხო დამცველის განცხადებით, ქურდებმა პორტატული სამუშაო კომპიუტერი წაიღეს, რომელშიც რეგიონულ ოფისში შესული განცხადებების ელექტრონული ვერსიები ინახებოდა.
პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ქალაქ დმანისის პირველ საჯარო სკოლაში დირექტორის მიერ ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეების სავარაუდო დისკრიმინაციას იკვლევს. ორგანიზაციის განცხადებით, მათ სკოლის რამდენიმე მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი გამოკითხეს, რომლებიც ადასტურებენ,…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11