საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს განმუხური-სარფის მონაკვეთზე, 2017 წელს, დელფინების ნაპირზე გამორიყვის 57 შემთხვევა დაფიქსირდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციით, ზღვის ძუძუმწოვრების დახოცვის მიზეზი შესაძლოა დელფინთა მორბილვირუსული…
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, წითელ ხიდზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც 2.5 კილოგრამი ოქროს ნაკეთობების საბაჟო წესის დარღვევით გადატანა ედება ბრალად.
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანისა და საქართველოს პოპულარიზაციისათვის კალათბურთელი ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დაჯილდოვდება.
35 წლის შვეიცარიელმა ჩოგბურთის ვარსკვლავმა როჯერ ფედერერმა უიმბლდონის პრესტიჟული ტურნირი რეკორდულად, მერვედ მოიგო და კარიერაში სარეკორდო მე-19 დიდი სლემის ტიტული მოიპოვა.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დარწმუნებულია, რომ სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ კანონპროექტი კანონმდებლების მხარდაჭერას მოიპოვებს. „თუ ეს კანონპროექტი პარლამენტში შევა, დარწმუნებული ვარ, რომ მიიღებენ და ჩემთან გამოგზავნიან, მე კი უყოყმანოდ…
თურქეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ ერთ-ერთ მგზავრს ქვედა კიდურის გადაუდებელი ამპუტაცია დასჭირდა. ამის შესახებ „აჭარის ტელევიზიას“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ უთხრა, რომელმაც ტრაპიზონის საავადმყოფოში დაშავებულები მოინახულა.
დაღესტნის საგზაო სამშენებლო სააგენტომ „დაგავტოდორმა“ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო სახელწოდებით „დარტყმა უგზოობაზე“, სადაც ასახულია დაღესტნის მაღალმთიანეთში საავტომობილო გზის „გუნიბის გზატკეცილი - ვანტლიაშევის უღელტეხილის“ მშენებლობა. მიმდინარე მშენებლობა ავარო-კახეთის გზის პროექტის ნაწილია,…
ყვარლის რაიონის სოფელ თივში თანამედროვე ბიბლიოთეკა გაიხსნება. ბიბლიოთეკა ინტერნეტითა და კომპიუტერებით სექტემბერში, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ ფარგლებში მოეწყობა. პროექტი ყვარლის რაიონში პირველად ხორციელდება.
შპს „ზიმო“, რომელიც შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანის სამუშაოებს ახორციელებს, 2017 წლის 11 ივლისს არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში, ე.წ. შავ სიაში იქნა შეყვანილი, რის გამოც 1 წლის ვადით აეკრძალა…
თურქეთში, ქალაქ გირესუნთან ავტობუსი გადაბრუნდა, რომლითაც ქართული ცეკვის ანსამბლ „ლამპრების“ წევრები გასტროლებზე ბულგარეთში მიემგზავრებოდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა 38 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. ავტოსაგზაო შემთხვევა, სავარაუდოდ, საბურავის გახეთქვამ გამოიწვია.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11