საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
სასტუმროების ონლაინ დაჯავშნის პორტალმა Booking.com-მა მთიან ყარაბაღში სერვისი აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართვის შემდეგ გააუქმა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰიკმეტ ჰაჯიევმა განაცხადა.
გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი 10 ჰექტრით გადმოწიეს, რის გამოც ადგილობრივების მიწის ნაკვეთები საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა. სამხედროებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერი გუშინ დადგეს.
სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო სასამართლომ იუსტიციის მინისტრი და სამინისტროს 10 სსიპ–ის ხელმძღვანელი სამართალდამრღვევად ცნო.
"ჩვენ მრავალი წელია ვამოწმებთ ქართული სანელებლების უამრავ ნიმუშს (ბოლოს ეს მოხდა 2017 წელს) და ზოგიერთ მათგანში გამუდმებით ვპოულობთ განსაკუთრებით მაღალი დონის ტყვიის შემცველობას" - უთხრა "ამერიკის ხმას" ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის…
ინდოეთის მოქალაქე ხუშბუ კაუშალი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას გეგმავდა, აცხადებს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველმა მესაზღვრეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს და დახმარების აღმოჩენის ნაცვლად, უხეშად მოექცნენ. საქართველოში ჩამოსვლიდან 9 საათის შემდეგ ის უკან,…
საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრების წევრი ირმა ხეცურიანი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის მორიგი ეტაპის გამარჯვებული გახდა.
თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მამაკაცი გარდაიცვალა, 4 კი დაშავდა. როგორც „რეგინფოს“ წინანდალში გამგებლის წარმომადგენელმა თორნიკე ვეფხიშვილმა უთხრა, „ჟიგულის“ მარკის ავტომანქანა მოსახვევში კომბაინს შეეჯახა.…
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის საჯარო ბიბლიოთეკაში განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების პირველი ოფიციალური ცერემონია გაიმართა და ნომინაციაში - ქართული სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, გამარჯვებული ზაზა ფაჩულია გახდა.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) ითხოვს მთავარი პროკურორი მოქალაქე ვლადიმერ მჭედლიშვილის სავარაუდო ცემის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით დაინტერესდეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11