საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოში მიმდინარე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა შვედი თანატოლები დაამარცხა. გიორგი ყიფიანის გაწვრთნილმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა და ქვეჯგუფის პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ მეორე ტურის მატჩში პირველი გაამრჯვება მოიპოვა.
აჭარაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ხუთ ბალამდე შტორმი ფიქსირდება. აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს მაშველებმა ზღვაში დახრჩობას 12 ადამიანი გადაარჩინეს. სანაპიროზე წითელი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ…
ადიგენის რაიონის სოფელ გურგულთან, მდინარე ქვაბლიანში 8 წლის ბიჭი და 45 წლის ქალი დაიხრჩვნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვი მეგობრებთან ერთად მდინარეში ბანაობდა, რა დროსაც დინებამ გაიტაცა. ქალი, რომელიც ბიჭის მამიდა იყო,…
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ სოხუმის მცხოვრები 9 წლის შვილის გაუპატიურებასა და მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის თანამზრახველს კი 19-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატის განცხადებით,…
2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,5 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 59%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 70,5…
სამეგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მაშველებმა ვერტმფრენის დახმარებით ორი ადგილობრივი გადაარჩინეს, რომლებიც ადიდებულ მდინარე ხობისწყალში ხელოვნურად შექმნილ კუნძულზე იყვნენ დარჩენილები და წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადამიანით ვაჭრობისთვის ბრალდებული, უზბეკეთის მოქალაქე დამნაშავედ სცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, გასამართლებული პირი მიმალვაშია.
7 ივლისიდან ავიაკომპანია „სერვისეარი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების განხორციელებას დაიწყებს. მგზავრებს 32 ადგილიანი „სააბის“ ტიპის საჰაერო ხომალდი მოემსახურება. ბილეთის ღირებულება 90 ლარი იქნება.
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის დაზარალებულად ცნობის და მის მიმართ შსს-ს თანამშრომლების მიერ განხორციელებული შესაძლო დანაშაულის ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის წინადადებით, საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართა.
აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 21 კილომეტრში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები 5 ივლისს, ადგილობრივი დროით 00:29 საათზე დაფიქსირდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11