საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2019 წლიდან წინანდალში ყოველწლიურად კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს კერასთან ერთად, წინანდალი კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ცენტრი გახდება.
სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენის იმ ეკიპაჟის მფრინავებსა და წევრებს, რომლებმაც ჩხოროწყუში, სტიქიის ზონაში მოქალაქეები გადაარჩინეს, საქართველოს პრეზიდენტი ღირსების ორდენებით დააჯილდოვებს.
Manifest.ge–ზე განთავსებულია პეტიცია, რომლითაც ხელმომწერები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან ითხოვენ უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდებსა და მძღოლებს საქართველოს ტერიტორიაზე ტურების ჩატარება აეკრძალოთ. პეტიცია 5 ივლისს არის შექმნილი და ხელს უკვე 400–მდე ადამიანი…
გვიან ღამით თბილის ზღვაში მსუბუქი ავტომობილი გადავარდა, რომლითაც 4 ადამიანი მგზავრობდა. სავარაუდოდ, ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. შემთხვევის შედეგად 2 მგზავრი დაიღუპა, 2 დაშავდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ 170 პირი შეიწყალა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აბსურდულს უწოდებს ქართული მხარის ინფორმაციას, რომ რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარი გადმოწიეს და გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერი დადგეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი თამაზ ინალიშვილი დააკავეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2017 წლის 31 ივლისის ჩათვლით შეიარაღებულ ძალებში იწვევს 35 წლამდე ასაკის მოქალაქეებს და მათ 4 წლიანი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს.
საქართველოს მასშტაბით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩინოვნიკებს შორის ყველაზე მაღალ ხელფასს კარლო ლაფერაძე იღებს - თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი. მისი ანაზღაურება წელიწადში 83 021 ლარია, რაც აღემატება საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და…
ეუთოს მინსკის ჯგუფი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებს შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები. მათი განცხადებით, ამ ხანგრძლივი კონფლიქიტის მოგვარების ერთადერთი პასუხისმგებლიანი და ჰუმანური გზა მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებაა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11