საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აცხადებს, რომ წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მკაცრდება. უწყების ინფორმაციით, იმ რეგიონებში, სადაც წიწვოვანი ტყეებია, ზედამხედველობა 24-საათიან რეჟიმში განხორციელდება.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება 24 ნოემბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან მიღებული შეტყობინებს საფუძველზე დაიწყეს.
მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლის, გიორგი ღიბრაძის განმარტებით, კორონავირუსის გადატანის შემდეგ პირს „მწვანე სტატუსი“ მუდმივად ექნება. „მწვანე სტატუსის“ მისაღებად COVID-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებიდან 14 დღე უნდა გავიდეს.
პირველი დეკემბრიდან რესტორნებს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვა, რაც 23:00 საათამდე მუშაობას გულისხმობს, მოეხსნებათ. ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებულები და ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით შემოდიან, PCR ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელმა, გიორგი ღიბრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თბილისში, დიღომში მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის საძირკველში ცხვარი დაკლეს. ფაქტის ამსახველი ვიდეო ცხოველთა უფლებების დაცვის შესახებ Facebook-ჯგუფში ზურა მუჯირმა ატვირთა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს წევრზე ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლას ახდენდა და გადაბირების მიზნით მის მოსყიდვას ცდილობდა. ამის შესახებ ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ დღეს…
თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებამ გაავრცელა.
საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 26 588 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 3201 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4098 ინფიცირებული, ხოლო 64 გარდაიცვალა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის გადახედვის მომხრეა, რადგან არსებული ლიბერალური ნარკოპოლიტიკა აბსოლუტურად მავნებლური და დამაზიანებელია.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11