weather cur horoscope tv
ნოემბერი 30, 2024

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას შეფასებით, ვაქცინაციის დაბალი ტემპი, რაც ბოლო დღეებში შეინიშნება, ძალიან საგანგაშოა. გაბუნიას თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში ვაქცინაციის მაჩვენებელი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში პალმის მსგავსი ხელოვნური კუნძულის აშენება იგეგმება. ამ საკითხზე მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით პროკურატურას განცხადებით მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა. საქმე ეხება, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ჩანაწერებს.

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფი, მისი შემადგენლობის 12-დან 5 წევრამდე შემცირების გამო, გაუქმდა. 13 აგვისტოს შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმების შესახებ განკარგულება ცესკომ გუშინდელ…

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, გამოჟონილი დოკუმენტების მოცულობამ და იმ ინფორმაციის დეტალურობამ, რასაც რიგითი მოქალაქეების თაობაზე სახელმწიფო აგროვებს, შოკში ჩააგდო.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, რთველი - 2021 განსაკუთრებულ გარემოში მიმდინარეობს, მიუხედავად ამისა, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარე, ლევან მეხუზლას შეფასებით, მოწეულ მოსავალს ქარხნები ორგანიზებულად იბარებენ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანისთვის გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საია 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პრობლემის შექმნას გეგმავს.

ნეკრესის მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი) 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მეუფე სერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ დაამძიმა. ის ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) სასულიერო და სამონაზვნო დასიდან შვიდი სასულიერო პირი განკვეთა, მათ და კიდევ ორ ადამიანს ჭყონდიდის ეპარქიის მონასტრებში ცხოვრება და საქმიანობა, აგრეთვე, საეკლესიო მიწების გამოყენება აუკრძალა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე თბილისსა და რეგიონებში სიძულვილის ენის შემცველი, ე.წ. სისხლიანი ბანერები გააკრეს. წითელი ლაქებისა და წარწერის „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“ ფონზე ოპოზიციური პარტიის ლიდერები…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]