საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ყაბარდო-ბალყარეთში, მწვერვალ იალბუზზე ასვლისას 5 რუსი ტურისტი დაიღუპა, მაშველებმა 14-ის გადარჩენა შეძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკურ პერტიებს და მათ მხარდამჭერებს მოუწოდებს, პროვოკაციული ქმედებებისგან თავი შეიკავონ. მისი თქმით, ძალადობა ან დაშინება მიუღებელია ნებისმიერი პირის, ჯგუფის ან პარტიის მხრიდან.
სოფელ ლაფანყურთან, მდინარე ლოპოტას ხეობაში ხუთი დღის წინ ჩამოსული დიდი მოცულობის მიწის მასისგან საავტომობილო გზის გაწმენდა, ამინდის გაუმჯობესების შემთხვევაში, ხვალიდან დაიწყება. ამის შესახებ „რეგინფოს“ ლაფანყურში თელავის მერის წარმომადგენელმა, მორის პარკინაშვილმა…
თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირება მოხდა. მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ერთმანეთისკენ გაიწიეს.
მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებლის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ნამახვანჰესის ხელშეკრულების მოშლაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რომელმაც „ანტისახელმწიფოებრივ“ დოკუმენტზე ხელი მოაწერა.
„გულსატკენია ის, რომ ვაქცინები, რაც ბევრი ქვეყნისთვის სანატრელია, გვაქვს და ამას ჩვენი მოსახლეობა არ იყენებს“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა.
ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები სამი ქალაქის – ბარსელონის, ბერლინისა და ვენის მიმართულებით განახლდება. ფრენებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი შეასრულებს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში, სავარაუდოდ ძარცვის მიზნით, წუხელ აფეთქება მოხდა. დაწესებულებაში ბანკომატებია განთავსებული.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე, ვანო ზანდარაშვილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გრიგოლ ვატიტაძის გადაწყვეტილებით მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში ჩატარებული 28 553 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 1653 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2646 ადამიანი, 47 – გარდაიცვალა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11