weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2025

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას განცხადებით, ნამახვანჰესის შენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზი“ რიონის ხეობაში მოსამზადებელ სამუშაოებს კანონიერი ნებართვის ფარგლებში ახორციელებს და მათ შეწყვეტას ძალიან მძიმე შედეგი ექნება.

„როგორც კი გვექნება თუნდაც საჯარო დაპირება აქტივისტებისგან, რომ ისინი მშვიდობიანად განაგრძობენ პროტესტს და არ მოხდება კომპანიის ხელის შეშლა, არ მოხდება ზეწოლა მის თანამშრომლებზე, არ მოხდება კომპანიის აქტივების დაზიანება (იმიტომ, რომ…

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 10 442 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსის 311 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.98%-ია, ბოლო 14 დღის – 2.61%, ხოლო ბოლო 7 დღის – 2.30%.

მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული ფერიის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი, 21 წლის ლუკა სარალიძე პანსიონში გატარებულ წლებს იხსენებს და ამბობს, რომ აღმზრდელები მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ.

„საუბარი არ არის პანსიონის დახურვაზე, საუბარია იმაზე, რომ დროთა განმავლობაში მოხდეს საერთაშორისო სტანდარტებზე მორგება“, – განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

აზერბაიჯანმა და სომხეთმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს მთავრობის შუამავლობით, შეთანმხებას მიაღწიეს: აზერბაიჯანმა 15 ტყვე გაათავისუფლა, ხოლო სომხეთმა მთიანი ყარაბაღის ერთ-ერთი რაიონის გარშემო დანაღმული მინდვრების რუკები გადასცა.

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვისა და მოლაპარაკებების ცენტრის თავმჯდომარის, დირკ ბუშლეს განცხადებით, მთავრობასა და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს შორის დღეს გამართული შეხვედრის შედეგად სამ მთავარ საკითხზე შეთანხმდნენ.

თბილისში, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სატვირთო ავტომანქანის მძღოლი გარდაიცვალა, ოთხი ადამიანი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დატვირთული მანქანა დაღმართზე დაგორდა, მსუბუქ ავტომობილებს დაეჯახა და სიმაღლიდან გადავარდა.

„ქვემო ნამახვანის პროექტთან დაკავშირებით გარემოზე ზემოქმედების შეფასება ჩატარებულია კანონმდებლობის სრული დაცვით, არსებობს ყველა შესაბამისი კვლევა, რომელიც ამ პროექტის უსაფრთხოებას უსვამს ხაზს და ასევე, ყველა შესაბამისი კვლევა იმისთვის, რომ გარემოზე ზემოქმედების…

პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ყოფილი პარლამენტარი გიორგი ლომია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მივიდა და მის მმართველს, მეუფე სპირიდონს სოლიდარობა გამოუცხადა. გიორგი ლომიას თქმით, მტკიცებულება იმისა, რომ პანსიონში ძალადობას ჰქონდა ადგილი, არ არსებობს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]