weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2025

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სოფელ გუმათში ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართული აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს პოლიციელზე თავდასხმისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც დეპორტირებულების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას ზედამხედველობს, რუსეთს საქართველოსთვის 10 მილიონი ევროს კომპენსაციის ჩასარიცხად ბოლო ვადა – 6 სექტემბერი განუსაზღვრა. საქმე ეხება 2006…

ყოფილი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელი კომპანიის „აიდიეს ბორჯომი საქართველოს“ დირექტორად დაინიშნა. კომპანიამ ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დღეს მიმართა.

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის განცხადებით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა გადაცდომას ადგილი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში. როგორც მეუფე ამბობს, მას წლებია ურთიერთობა აქვს პანსიონის ყოფილ აღსაზრდელებთან და…

მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაბილ გოჯაევი ინტიმური ურთიერთობის უკანონოდ, ფარულად გადაღების ბრალდებით დააკავეს.

პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, თამარ კორძაიამ დეპუტატის მანდატის შეწყვეტის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე უარი თქვა და მისი გაუქმება მოითხოვა. კორძაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს შუამდგომლობით დღეს მიმართა.

„ცალკეულ ადამიანებს მასეთ დაწესებულებებში კი არა, გარეთ არ ჰყოფნით ნერვები, პარლამენტში არ ჰყოფნით ხოლმე და ერთმანეთს სცემენ, ურტყამენ. რა გასაკვირია, იქ უფროსმა, ღონიერმა პატარას სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდა და…

ლენტეხის სოფელ ჩიხარეშში მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით, რასაც მელე-თბილისის მიკროავტობუსის მძღოლი, 47 წლის რობიზონ თუთარაშვილი ემსხვერპლა, პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა. დაკავებულთა შორის ჩიხარეშში მერის წარმომადგენლის, ანა ჩანქსელიანის მეუღლეც არის.

ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებთან მიღწეული შეთანხმების შესახებ. კომპანიის ცნობით, მათ შეთავაზებას პროტესტის ყველა მონაწილე დათანხმდა და თითოეულ მესაკუთრესთან ინდივიდუალური ხელშეკრულებები გაფორმდა.

ადიგენის სოფელ უდეში პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული 28 წლის გოჩა აზირაშვილის საქმის განხილვა ახალციხის რაიონულ სასამართლოში გადაიდო. მომდევნო სხდომამდე მოსამართლემ აზირაშვილი გაათავისუფლა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]