საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
მიტანის სერვისების - „გლოვოს“, „ბოლტისა“, „ვოლტის“ კურიერები რიონის ხეობის მცველების სოლიდარობის ნიშნაად, თბილისში, ფილარმონიის წინ შეიკრიბნენ. მათ თან აქვთ ბანერი წარწერით „საქართველოს მიწა არ იყიდება“, საპროტესტო წარწერები აქვს გაკეთებული ჩანთებზეც.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები კახეთიდან დაიწყო. ირაკლი ოქრუაშვილი, დავით ჭიჭინაძე, ანზორ ბიწაძე, გიორგი ღვინიაშვილი, გიგი უგულავა, გიორგი ბოტკოველი და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დღეს თელავის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს ხვდებიან.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული იცინიატივა“ გამოხმაურა 14 აპრილს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე მოვლენებს, რა დროსაც პოლიციამ მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრი, გიორგი მუმლაძე სისხლის სამართლის წესით დააკავა.
ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლის, ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირი – სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური, სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
„ჩემი აზრით, ახლა რა სიტუაციაც გვაქვს, ნამახვანჰესი არ აშენდება და საქართველოს, სამწუხაროდ, აქვს ამის დიდი გამოცდილება, რომ შეიძლება, ერთი მხრივ, მისასალმებელი პროექტი ხელისუფლების არასწორი მართვის, სიხარბის, სიწუწკის, გაუმჭვირვალობის, კორუფციისკენ მიდრეკილების…
ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინის კარი ჩაამტვრიეს, დაზიანებულია ფანჯარაც. შემთხვევა სავარაუდოდ ღამით მოხდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ჩატარებული 32 801 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 1030 შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 3.14%-ია, ბოლო 14 დღის – 2.68%, ხოლო ბოლო 7 დღის – 2.82%.
მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის დასაწყებად აუცილებელია სოფელ გუმათში პოლიციის მიერ აღმართული რკინის კედელი აიღონ და აქციის მონაწილეებს ნამოხვანში შესვლის უფლება მისცენ.
ბათუმში, წუხელ მოჭიდავე ფირუზ წულუკიძე და მისი ძმა, რეზო წულუკიძე დააკავეს. მათი ახლობლების ინფორმაციით, დაკავება ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მომხდარ ჩხუბს უკავშირდება. მათივე ცნობით, დაკავებულია კიდევ ოთხი ადამიანი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მეგრული და სვანური ენები სკოლებში არჩევთ უნდა ისწავლებოდეს. პრეზიდენტმა ამის შესახებ 14 აპრილს, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11