საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
25 თებერვალს, 16:00 საათზე, საბანკო ასოციაციის ორგანიზებით ვებინარი გაიმართება თემაზე - „რჩევები კიბერთაღლითობის თავიდან ასარიდებლად“. ვებინარი ონლაინ პლატფორმა, Zoom-ში ჩატარდება და მასზე დასწრება ნებსმიერ მსურველს შეეძლება.
25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა ოკუპუციის დღე აღინიშნება. 100 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შევიდა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა.
კახაბერ ქემოკლიძემ, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად 4 თებერვალს დაინიშნა, თანამდებობა დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, 10-წლიანი მუშაობის შემდეგ საჯარო სამსახურიდან მიდის.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის შემოტანის შეყოვნების მიზეზი განმარტა. „ფაიზერის“ (Pfizer) ვაქცინის 29 250 დოზის შემოტანა თებერვლის ბოლოსთვის იგეგმებოდა, თუმცა, როგორც გამყრელიძემ თქვა, ამ პერიოდმა…
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 72%-დან 62%-მდე შემცირდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსახლეობა კვლავ იქმნის ილუზიას კორონავირუსის დამარცხებასთან დაკავშირებით.
საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციის „ფაუნა და ფლორა ინტერნეიშენალის“ (FFI) საქართველოს წარმომადგენლობა მთავრობას მოუწოდებს, შპს „ენკა რინიუებლზს“ რიონის ხეობაში ჰესების კასკადის მშენებლობის პროცესის გაგრძელების უფლება არ მისცეს.
მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ისევ ძალაში რჩება. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, ეს იყო ყველაზე ეფექტური შეზღუდვა, რომელმაც…
მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა ასეთია:
პროფესორ-მასწავლებლები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას და სამოქალაქო აქტივისტების დაკავებას ეხმაურებიან.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი გამოეხმაურა და მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11