საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში 67 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ რიონის ხეობაში ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტს სოლიდარობას უცხადებს და ხელისუფლებისგან სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას მოითხოვს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსზე 27 885 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 248 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 525 პაციენტი, ხოლო 11 – გარდაიცვალა.
მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მედიაგარემოს გაუმჯობესების მოთხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტს და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მიმართავენ. მანიფესტი ონლაინ გამოქვეყნდა და ხელმოწერა ყველას შეუძლია.
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გაშლილ ათზე მეტ კარავს შორის ერთ-ერთი პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილის კარავია, წარწერით - „დაისაჯონ თემირლანის მკვლელები“.
სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა „სატანის მიკროფონი“ უწოდა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ისეთ ტელევიზიებს, როგორებიც „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულაა“. მეუფე სპირიდონმა იმავე ქადაგების დროს თქვა, რომ საქართველოს ბნელი ძალები უტევენ.
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსზე 34 933 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 542 პაციენტი და დაფიქსირდა გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო სავარაუდოდ „ასტრაზენეკას“ ვაქცინას „ფაიზერის“ ვაქცინაზე ადრე მიიღებს. საუბარია 315 000 დოზაზე, რომელიც ქვეყანაში ეტაპობრივად შემოვა.
დღეიდან, 27 თებერვლიდან „საქართველოს რკინიგზამ“ მგზავრთა გადაყვანა განაახლა. სამთვიანი პაუზის შემდეგ მოძრაობა ხუთ მაგისტრალურ მიმართულებებზე აღდგა. ესენია:
სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშანს იურიდიული ძალა 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით ექნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოუწოდებს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს, დროულად მიმართონ სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს სანომრე…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11