საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ზუგდიდში „ოქროს ბირჟის“ დაყაჩაღების შემდეგ დევნის ოპერაციის მიმდინარეობისას პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორმხრივი სროლის შემდეგ თავდამსხმელი, 24 წლის მამაკაცი…
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ორ წევრს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს – მამული სურმანიძესა და ბონდო თედორაძეს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. ეს გადაწყვეტილება საკრებულოს უმრავლესობამ დღეს, რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.
ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარმა ზაზა ჩაფიძემ პროტესტის ნიშნად სხეულზე თვითდაზიანება მიიყენა. როგორც მისი მეუღლე და ადვოკატი ნინო მეფარიშვილი აცხადებს, პატიმარს ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი აქვს და გაუსაძლისი ტკივილები…
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მომავალ კვირაში საქართველოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს შეხვდება.
ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა. სიჭინავა განსაკუთრებულ მადლობას ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უხდის.
24 წლის მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ მონაწილეობდა ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, ოქროს ბირჟის დაყაჩაღებაში, პოლიციასთან ორმხრივი სროლის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით ექსპერტიზები ჩატარდება.
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციასთან დაკავშირებით პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, დეპუტატმა ლევან იოსელიანმა კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ლეგიტიმურია, თუმცა, „მოქალაქეები“ აქციებს არ შეუერთდებიან.
საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანისა და ჟურნალისტის, ვახო სანაიას საქმეზე დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე, რომელიც პარლამენტთან გაიმართა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „უახლოესი დღეების საპროტესტო ტალღის გეგმა“ წარმოადგინა.
ქართველი მწერლები, საქართველოს პენცენტრის წევრები მდინარე რიონზე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით მთავრობას ღია წერილით მიმართავენ. ისინი სოლიდარობას უცხადებენ რიონის ხეობის მცხოვრებლებს, რომლებიც მეოთხე თვეა ღამეებს კარვებში ათევენ, პროტესტს გამოხატავენ, მშვიდობიანი მეთოდებით…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11