საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მიუღებელია.…
„არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან“, – ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ შექმნილ მდგომარეობას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ამერიკელი სენატორის, ჯიმ რიშის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინასწარ პატიმრობას გულისხმობს, სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის.
საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, უკიდურესად შემაშფოთებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება და ხელისუფლებასა და ოპოზიციას მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
„სამწუხაროდ, ხელისუფლებამ აირჩია კონფრონტაციის გზა, დაპირისპირების გაღრმავების გზა. ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება არის ტოლფასი ოპოზიციის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილების“, – ასე გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობის…
„ბიძინა ივანიშვილო, ბატონო სერგეი გავრილოვო, თავისუფლების იდეა არ სამართლდება, არ გასამართლებულა არასოდეს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში და არც ახლა გასამართლდება. საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ გამარჯვებას, რადგან დღეს ჩვენ გამარჯვებულები ვართ არა…
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ გენერალური პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 16:00 საათიდან მიმდინარეობდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილება მოითხოვეს. მათი განცხადებით, პარტიის ოფისთან, სადაც მელია მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება, მობილიზებულია პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი, რაც იმას ნიშნავს, რომ…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11