weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, 2021 წლის პირველი იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვის 3.5 თეთრით იზრდება.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით ელექტროენერგიის ტარიფები გაიზრდება, რაც ენერგეტიკის სექტორში არსებული მძიმე მდგომარეობით არის განპირობებული. ამ საკითხზე დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი)…

ბოლო 24 საათში, საქართველოს მასშტაბით კორონავირუსზე 13 451 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 2012 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე ღამის განმავლობაში ინფექციას კიდევ 25 ადამიანი ემსხვერპლა, 2638 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ჭორია გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 3 იანვრიდან ქვეყანაში სრული „ლოქდაუნი“ გამოცხადდება. როგორც გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, სრული „ლოქდაუნის“ გამოცხადების, ან უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა…

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მეფე ერეკლე II-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტების რეალიზაცია დაიწყო. მონეტები ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წელთან დაკავშირებით მოიჭრა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს.

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ტელეკომპანია „მთავარ არხს“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივლა. პარტიის საჩივრის განხილვა კომისიის 31 დეკემბერის სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ საქართველოს სახალხო დამცველი არ ჰყავს. ამის შესახებ წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის დროს განაცხადა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით 121 სკოლაში Wi-Fi ქსელების მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 023 000 ლარია.

„პოლიტიკური ცხოვრების ამ ეტაპზე გადავწყვიტე, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა შევქმნა“, – ამბობს ელენე ხოშტარია პარტია „ევროპული საქართველოს“ დატოვებასთან დაკავშირებით.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]