საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„მედიასივრცე გაჯერებულია ნაკლებად პროფესიული, დაბალი სტანდარტების, ყალბი ახალი ამბების, სიძულვილის ენით, მუქარით, შეურაცხყოფებით, უხამსობით“, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა განაცხადა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ბაღების ავტორიზაციის ვადის, რომელიც 2020 წლის 31 დეკემბერს იწურებოდა, ერთი წლით გახანგრძლივება მოითხოვა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის აზრით, ამნისტია ოჯახში ძალადობის ჩამდენთა ნაწილსაც უნდა შეეხოს. როგორც ხუნდაძე ამბობს, არსებულ სოციალურ ვითარებაში ასეთი მსჯავრდებულების გათავისუფლება „იქნებოდა…
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამთვიანი ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკორეალიზატორთა დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს. ფონიჭალის დასახლებაში 9 ნარკორეალიზატორია დაკავებული.
საქართველოს პარლამენტმა 81 ხმით მიიღო „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რის შედეგადაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილება 2021 წლის პირველ ივლისამდე გაუხანგრძლივდა.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 14 192 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირება 1738 ადამიანს დაუდასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში 1494 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 38 კი გარდაიცვალა.
საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომლის მიხედვითაც, თუკი ადამიანის დაკავების 12 საათიანი ვადა ემთხვევა სასამართლოს არასამუშაო დროს, ასეთი ადამიანის დაკავება 48 საათის განმავლობაში…
ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოში სახელმწიფო მოხელეების შრომის ანაზღაურება მსოფლიოში ერთ-ერთი დაბალია, რაც მაღალკვალიფიციური ადამიანების მიზიდვის საშუალებას არ იძლევა.
ჟურნალისტი და ჟურნალ „სითის“ რედაქტორი ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში განათლებისა და კულტურის მინისტრად დანიშნეს. როგორც ხოფერია აცხადებს, ამ თანამდებობაზე მუშაობა მას მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ შესთავაზა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს PCR ტესტით კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია „რეგინფოს“ ცენტრში დაუდასტურეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11