weather cur horoscope tv
მაისი 14, 2025

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით 121 სკოლაში Wi-Fi ქსელების მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 023 000 ლარია.

„პოლიტიკური ცხოვრების ამ ეტაპზე გადავწყვიტე, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა შევქმნა“, – ამბობს ელენე ხოშტარია პარტია „ევროპული საქართველოს“ დატოვებასთან დაკავშირებით.

ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის საკითხზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ხვალ, საჯარო სხდომაზე იმსჯელებს. ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდსა და ხობში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 26-27 დეკემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების ე.წ. საგუშაგოსთან, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკვე არსებული მავთულხლართების უკან, განხორციელდა ახალი უკანონო ე.წ.…

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მიხეილ ბოცვაძე აცხადებს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია. როგორც მის განცხადებაშია ნათქვამი, მოქმედი ტარიფი 2018 წლის პირველ იანვარს სამი წლის ვადით დადგინდა და ის უკვე…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის რეკომენდაციის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ამ ეტაპზე ქვეყანაში არსებული შეზღუდვები იანვრის ბოლომდე გაგრძელდება, ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი შემცირდება.

პარტია „ლელოს“ დამფუძნებლისა და თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმება შედგება და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. როგორც ხაზარაძე აცხადებს, იდეალური იქნება, თუ არჩევნები 2021 წელს ჩატარდება, თუმცა…

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, სამართალდამცველებმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 611 ფაქტი გამოავლინეს.

ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 4769 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ვირუსი დაუდასტურდა 538 ადამიანს. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 2766 პაციენტი, ხოლო 41 – გარდაიცვალა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]