საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე გადადგა. როგორც ცენტრის პრეს-სამსახურში განაცხადეს, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ბათუმში მდებარე ერთ-ერთ ფიტნესკლუბს – Reformerfitness-ს შრომის ინსპექციამ ჯარიმა გამოუწერა იმის გამო, რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მიუხედვად, დღეს მუშაობას გააგრძელა.
მსახიობი კახი კავსაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით გადაიყვანეს. როგორც კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა „მთავარ არხთან“ განაცხადა, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვის სუნთქვაზე გადაჰყავთ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც ქართული მხარის განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრაზე 2019 წლის ივნისის მოვლენები არ…
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ორი აქტივისტი - ნათია ლეთოდიანი და შუშანა მაცაბერიძე დააკავეს. მათი დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც „ევროპული საქართველოს“ ლიდერი ელენე ხოშტარია და აქციის სხვა მონაწილეები პარლამენტის…
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, გრიგორი კარასინთან შეხვედრის დროს, მან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაც ახსენა. ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ „რეგინფოსთან“ განაცხადა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ეპიდემიოლოგი ლია შეყილაძე გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, 62 წლის ლია შეყილაძე კოვიდ 19-ით დაინფიცირდა და თანმხლები დაავადებების ფონზე ინფექციით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.
27 ნოემბერს ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, არ არსებობს იმის იმედი, რომ შეზღუდვების ძალაში შესვლის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევის რაოდენობა უახლოეს დღეებში შემცირდება.
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 4472 ახალი შემთხვევა დადასტურდა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ გამოჯანმრთელდა 4058 პაციენტი, ხოლო 34 გარდაიცავალა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11