weather cur horoscope tv
მაისი 16, 2025

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკია და რამდენ ხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის დაწესებული რეგულაციების დაცვაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1244 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 1000-1000 ლარით 67 ადამიანი დააჯარიმა,…

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3126 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3937 პაციენტი, ხოლო 37 – გარდაიცვალა.

მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებული აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირები და ინდივიდუალური მეწარმეები 2 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო იურიდიული პირები – 10 ათასით.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, გაფრთხილება 2738 ობიექტს მისცა, 2 დააჯარიმა და 2309 ობიექტს საქმიანობა შეუჩერა.

წყალტუბოში კორონავირუსის შედეგად ექიმი-კარდიოლოგი, 66 წლის დავით წულაია გარდაიცვალა. როგორც წყალტუბოს რაიონული ჰოსპიტლის დირექტორმა, მაკა გაბადაძემ განაცხადა, ექიმს ვირუსი 27 ოქტომბერს დაუდასტურდა და მკურნალობას ქუთაისში, კოვიდ-კლინიკაში გადიოდა.

ჩოხატაურში, ქვის სატეხ საამქროში მიღებული დაზიანებების შედეგად მუშა – 33 წლის მამაკაცი დაიღუპა. ადგილობრივი ონლაინგამოცემა „გურიის მოამბის“ ინფორმაციით, მუშა დანადგარს წმენდდა, რა დროსაც აპარატურა ჩაირთო და მძიმე დაზიანებები მიიღო.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 30 ნოემბრიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს და მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადადის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1977 წელს დაბადებული ე.რ. დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა…

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 4426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3721 ინფიცირებული ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 35 – გარდაიცვალა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]