საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული გ.გ., თბილისში დააკავეს.
მცხეთის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის შედეგად 24 წლის ქალი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, საავადმყოფოში შეყვანის დროს ქალს არც კორონავირუსული ინფექცია ჰქონდა და არც სხვა დაავადებები, სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი კი ამბობს,…
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მოსახლეობისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის ფასი არ გადაიხედება. რაც შეეხება კომერციული მომხმარებლისთვის გაზის გაძვირებას, თურნავას თქმით, სამინისტრო შეხვდება კომპანია „თბილისი ენერჯის“ და გაარკვევს,…
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტი დაბალანსებულია და მისი ძირითადი მიზანია პანდემიასთან ბრძოლა, მიზნობრივი სოციალური დახმარება მოსახლეობისა და…
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 4260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2947 პაციენტი, ხოლო 45 გარდაიცვალა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 41 წლის მამაკაცი დააკავეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი დამტკიცდა, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო აახლოვებს ნატო-ს წევრობასთან.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინიტრი თამაზ ცახნაკია უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთს გრიპის ვაქცინის 10 ათასი დოზა გადასცა. ე.წ. მინისტრის კომენტარს „ნუჟნაია გაზეტა“ ავრცელებს.
300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღებას შემოსავლების სამსახური ხვალიდან, 3 დეკემბრიდან იწყებს.
ხაშურის პოლიციის თანამშრომლებს მოქალაქე დავით კილაძე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასა და ცემაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ქუჩაში პირბადის გარეშე მიდიოდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11