weather cur horoscope tv
მაისი 16, 2025

აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა ოთხი ადამიანი ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს.

ქუთაისის მერიამ ქალაქ ქუთაისში, 9 აპრილის ქუჩაზე „მზეჭაბუკის“ ძეგლის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 98 699 ლარია. მერია სატენდერო წინადადებების მიღებას 6 დეკემბრიდან დაიწყებს და 9 დეკემბერს დაასრულებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც ის აცხადებს, პირადი გადაწვეტილებით, დღეიდან, პირველი დეკემბირიდან ცესკოს თანამშრომელი აღარ არის.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3574 ინფიცირებული, ხოლო 36 გარდაიცვალა.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ ქუჩაში ყვავილებით მოვაჭრეებთან დაკავშიებით განაცხადა, რომ მათ შეუძლიათ ეკონომიკური საქმიანობა ონლაინ განაგრძონ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მაჭავარიანი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე წინასასამართლო სხდომა, სადაც მხარეებმა მტკიცებულებები უნდა წარადგინონ, პროკურატურის შუამდგომლობით ორი თვით გადადო, დაკავებულები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, 28 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ერთი ადამიანის გარდაცვალება და 4…

რუსთავში მოქალაქეებმა ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გამართეს და კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს. როგორც მათმა ნაწილმა მედიასთან განაცხადა, ვაჭრობის სფეროში იყვნენ დასაქმებულები და დაწესებული შეზღუდვების გამო შემოსავალი დაკარგეს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დიდ სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით მთავრობამ გააზრებული და ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო. თურნავას თქმით, მთავრობამ მოლების პრობლემები გაითვალისწინა და მათ საშუალებას აძლევს, რომ…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]