weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა დავითულიანი ამბობს, რომ გუშინ, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე იმყოფებოდნენ მისი მეგობრებიც, რომლებიც „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები არიან.

„ქართული ოცნების“ წევრი და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე თბილისში გუშინ გამართულ მრავალათასიან აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ის აქციის მონაწილეებს ქვეყნის მტრებს უწოდებს და აგინებს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, საქართველოს და ბოსნიასაც უნდა მიენიჭოთ.

მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე „ქართველი ხალხის მანიფესტი“ წაიკითხა. მანიფესტში ნათქვამია, რომ იწყება ახალი სახალხო მოძრაობა, რომელიც საქართველოს შინ, ევროპაში დააბრუნებს.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მრავალათასიანი აქცია ლოზუნგით „შინ ევროპისკენ“ გაიმართა, რომლის მონაწილეებმა ევროინტეგრაციისადმი მხარდაჭერა დააფიქსირეს, ამ მიმართულებით ხელისუფლების ქმედებები გააპროტესტეს და მოუწოდეს მას, კონსტიტუციური ვალდებულება შეასრულოს.

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ პარლამენტის წინ დღეს საღამოს დაგეგმილი აქცია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციაა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის საქმეზე, 8 წლის შემდეგ, ბრალი კიდევ ორ პირს წარუდგინეს. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ორივეს ბრალად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დამამცირებელი მოპყრობა ედება.…

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, პარლამენტარმა ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და ევროკომისიის რეკომენდაციების მისხალ-მისხალ შესრულება აიძულოს.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის თანხის გამოძალვის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს.

„ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი. მათ შორის, პოლიტიკური ქველმოქმედება განახორციელა 2012 წელს“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]