weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სესიაზე, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა და ფრაქცია „ევროპული სოლიდარობის“ წევრმა, ოლექსი გონჩარენკომ ევროპარლამენტარებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

აჭარაში, მდინარე ჭოროხში, ახლაგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. რამდენიმესაათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ცხედარი იპოვეს და ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სამგორის გამგებლის მიერ გუშინდელი აქციის მონაწილეების გინებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებაა და ყველას შეუძლია საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.

Impact Hub Tbilisi-ის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ერთი მხრივ, მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას, ხოლო მეორე მხრივ, ინვესტორებისთვის შესაძლებლობის…

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის და თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გუშინ გამართული აქცია „შინ ევროპისკენ“ არ ასახავს რეალობას, რადგან ევროინტეგრაციას საქართველოში გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აქციას „შინ ევროპისკენ“ გამოეხმაურა. მისი თქმით, ქართული საზოგადოება უფრო პროგრესული და ევროპულია, ვიდრე პოლიტიკური ელიტა. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების“ წევრი დავით ზილფიმიანი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალოს.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი თბილისში გუშინ გამართულ აქციას „შინ ევროპისკენ“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს პროევროპული არჩევანის „ღირსეული გამოხატვა“ იხილა.

„ჩვენი მთავრობის პოლიტიკა არის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღდგენა მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. ამის შესახებ მან ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვილისას განაცხადა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]